ROKVA 2022: რაჭის მთებში მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

სამი დღის განმავლობაში მაყურებლების წინაშე 50-მდე ქართველი და უცხოელი შემსრულებელი წარდგება
Sputnik
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. რაჭის კურორტ შოვში 29-31 ივლისს ქართველი და უცხოელი არტისტების მონაწილეობით მუსიკალური ფესტივალი ROKVA 2022 გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
სამი დღის განმავლობაში კონცერტები სამ სხვადასხვა მოედანზე გაიმართება, მაყურებლების წინაშე 50-მდე შემსრულებელი წარდგება.
ფესტივალზე ელოდებიან Mellow, Bedford Falls, 4D Monster Lobsters და სხვა ქართულ ჯგუფებს, ასევე დი-ჯეის საბერძნეთიდან Stef Mendesidis, კანადელ მომღერალს მიშელ გურევიჩს, ბრიტანელ მუსიკოსს ბენჯამინ კლემენტინს და ბევრ სხვა არტისტს.
ორგანიზატორების თქმით, კონცერტზე დასწრება შეუძლიათ 15 წლამდე ბავშვებსაც, მაგრამ მშობლების თანხლებით.
ბილეთები უკვე გაყიდვაშია.