მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დასახელდა კანის კინოფესტივალის ლაურეატები

შვედ რეჟისორს „ოქროს პალმის რტო“ პირველად არ გადაეცა - 2017 წელს გაიმარჯვა მისმა სხვა ფილმმა - „კვადრატმა“
Sputnik
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. შვედი რეჟისორის რუბენ ესტლუნდის ფილმმა „სევდის სამკუთხედი" კანის 75-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზი - „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა.
მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო - გრან-პრი - ბელგიელი რეჟისორის, ლუკას დონტის ფილმს „ახლოს“ და ფრანგი რეჟისორის, კლერ დენის ფილმს „ვარსკვლავები შუადღეს“ გადაეცა.
საუკეთესო რეჟისორის ჯილდო სამხრეთ კორეელმა რეჟისორმა პარკ ჩან ვუკმა (Park Chan-wook) მიიღო ფილმისთვის „დაშორების გადაწყვეტილება“ (Decision to Leave).
ტომ კრუზს კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტო გადაეცა >>
ქალის საუკეთესო როლისთვის მთავარი პრიზი მიიღო ირანელმა მსახიობმა ზაჰრა ამირ ებრაჰიმიმ, რომელმაც ითამაშა ფილმში „წმინდა ობობა“.
მამაკაცის საუკეთესო როლისთვის მთავარი პრიზი ერგო სამხრეთ კორეელ მსახიობ სონგ კანგ-ჰოს (ფილმი „ბროკერი“).