საჰაერო „ტერმინატორ“ სუ-57-ის მიზანი უკრაინის დემილიტარიზაციაა

Sputnik
უკრაინის საჰაერო სივრცე, რომელიც გაჟღენთილია სადაზვერვო თვითმფრინავების, სახმელეთო რადარებისა და ნატოს კოსმოსური ხომალდების მტრული ელექტრომაგნიტური გამოსხივებით, მეხუთე თაობის რუსული მძიმე გამანადგურებელ Су-57-ისთვის ღირსეული ბრძოლის ველი დატექნოლოგიური დაპირისპირებაა.
Су-57 ორ თვეზე მეტია, საბრძოლო დავალებებს ასრულებს უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციის დროს. სტელსი გამანადგურებელი, რომელიც შექმნილია საჰაერო უპირატესობის მოსაპოვებლად, შექმნილია ყველა სახის საჰაერო, სახმელეთო და ზედაპირული სამიზნეების განადგურებისთვის. პრაქტიკულად უხილავია რადარებისა და ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავებისთვის, რომლებიც უკრაინის საჰაერო სივრცეს 24/7-ზე ასკანირებენ.
Су-57 შეიარაღების სისტემა მოიცავს15 ტიპის უახლეს ჰაერი-ჰაერი და ჰაერი-ზედაპირი რაკეტებს, მათ შორის, გემსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტებსა (250 კმ-მდე მანძილით) და ჰიპერბგერით „კინჟალებს“(1500 კმ-მდე).
რუსული „ტერმინატორები“ უკრაინის დემილიტარიზაციას აჩქარებენ
გამანადგურებელს შეუძლია10 ტონამდე საბრძოლო მასალის გადატანა ბორტზე 2400 კმ/სთ ზებგერითი სიჩქარით. ფლობს იარაღის ყოვლისმომცველი, მრავალარხიანი გამოყენების შესაძლებლობას, მათ შორისб მაღალი სიზუსტის შორი მანძილის რაკეტებს.
რუსული მეხუთე თაობის მძიმე გამანადგურებლის გამოყენება უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ გადაჭარბებული ჩანს. მიმაჩნია, რომ უკრაინის დემილიტარიზაცია არ არის სუ-57-ის მთავარი მიზანი, რომელსაც შეუძლია ურთულესი ამოცანების გადაჭრა მაღალტექნოლოგიური მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
სუ-30SM და სუ-35 განიხილება რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარ გამანადგურებლად უკრაინაში სპეცოპერაციაში. და მაინც, სუ-57 ყველაზე ეფექტურია ნატოს „თვალებისა და ყურების“ წინააღმდეგ, ტაქტიკის, ფარული სარაკეტო დარტყმისა და საბრძოლო ინტეგრაციისთვის S-70 „მონადირესთან“ ერთად.
რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები დღეს იძულებულნი არიან, მოემზადონ ალიანსის ავიაციასთან დაპირისპირებისთვის.
უკვე რამდენი მეთვეა, ამერიკული სადაზვერვო სამსახურები უკრაინის გენერალურ შტაბს რუსული ჯარების განლაგებისა და გადაადგილების შესახებ რეალურდროში უგზავნიან ინფორმაციას და ეხმარებიან კიევს იარაღითა და ფულით. ანუ აჩქარებენ რუსეთთან ნატოს მარიონეტული კონფლიქტის პირდაპირ სამხედრო შეტაკებად გადაქცევას.

საბრძოლო უპირატესობა

სუ-57 გამანადგურებელს შეუძლია აღმოაჩინოს საჰაერო და სახმელეთო სამიზნეები 400 კმ-მდე მანძილზე, თვალ-ყური ადევნოს 62 ობიექტს, ატაროს 50 ტიპის იარაღი (მთელი არსენალი განთავსებულია ორ შიდა განყოფილებაში).
ლენდ-ლიზი: 40 მილიარდი დოლარი უკრაინისა და აშშ-ის გასანადგურებლად
შეფერხებებისადმი მაღალი იმუნიტეტი იძლევა საიმედო ურთიერთქმედებას სხვადასხვა ტიპის ჯარების ავტომატური მართვის სისტემებთან. შესაძლო დუელში სუ-57-ს შეუძლია უფრო ადრე აღმოაჩინოს და გაანადგუროს ამერიკული „სტელსი“ F-22 და F-35.
მანამდე The Military Watch Magazine-მა ახალირუსული რაკეტა K-77-ის შესაძლებლობებზე დაწერა, რომელიც შექმნილია სპეციალურად სუ-57-ისთვის, „რევოლუციური ტექნოლოგიების პიონერისთვის“. გამოცემის თანახმად, K-77 (190 კმ-ზე მეტი დისტანციით) არის კომპაქტური და ძალიან საშიში რაკეტა, რომელიც აღემატება საუკეთესო ამერიკულ AIM-120D რაკეტას.
პროდუქტი აერთიანებს შორ მანძილზე მანევრირებას და სიზუსტეს, ხოლო აქტიური ფაზური მართვის ტექნოლოგია K-77-ს უკიდურესად ეფექტურს ხდის ექსტრემალურ დისტანციებზეც კი. რაკეტის სარადარო სისტემას შეუძლია 360 გრადუსიანი სამიზნე საკეტი დაიჭიროს თავის ირგვლივ— მოწინააღმდეგის ვერცერთი ხომალდი ვერ შეძლებს გამანადგურებლისთვის თავის არიდებას.
ამრეკლავი ზედაპირი სუ-57-ს უხილავს ხდის მტრის რადარებისთვის. თვითმფრინავის კორპუსში ინტეგრირებული X-band აქტიური ფაზური ანტენური რადარები უზრუნველყოფენ ხედვის უზარმაზარ სექტორს, რაც საშუალებას აძლევს პილოტს, იმოქმედოს უფრო ეფექტურად, ვიდრე ნებისმიერ სხვა გამანადგურებელზე. „გვერდითი რადარები" ზრდიან ავტონომიას სამიზნეების ძიებაში და ქმნიან სუ-57-ის უხილავობის თვისობრივად ახალ დონეს მტრის რადარებისთვის.
„პრომეთეოსი“ რუსეთს ბირთვული დარტყმისგან კოსმოსიდან დაიცავს
რუსული მეხუთე თაობის გამანადგურებლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია მანქანური ინტელექტის წარმოუდგენელი დონე, რომელიც ჰიპოთეტური ინფორმაციის დამუშავების საშუალებას იძლევა სათვალთვალო და მხედველობის სისტემებიდან, ეხმარება პილოტს საბრძოლო გამოყენების ყველაზე რთული ამოცანების გადაჭრაში, ამცირებს საბრძოლო დატვირთვას ადამიანზე, საშუალებას აძლევს მას კონცენტრირება მოახდინოს ტაქტიკური მანევრების შესრულებაზე.
ხელოვნური ინტელექტი იმდენადაა ინტეგრირებული საბრძოლომართვის სისტემაში, რომ პილოტირებულ სუ-57 გამანადგურებელს შეუძლია ამოცანების 90% შესრულება ავტომატურ რეჟიმში, შეუძლია იმოქმედოს სრულიად დამოუკიდებლად წინასწარ მომზადებული პროგრამის მიხედვით.
პილოტის საბრძოლოდაზიანებების ანსიკვდილის ჰიპოთეტურ სიტუაციაში, კონტროლის სისტემაგანსაზღვრავს პრიორიტეტულ მიზნებს, დარტყმას დაშემდეგ უზრუნველყოფს მანქანისა და ადამიანის ავტომატურ დაბრუნებას ბაზაზე. ასეთი ტექნოლოგიური მწვერვალები მიუწვდომელია მეხუთეთაობის ამერიკული გამანადგურებელიF-22 Raptor-ისთვის.
ძრავები ასევეუზრუნველყოფენ აბსოლუტურ საბრძოლო უპირატესობას — სიმძლავრე და სამგანზომილებიანი ბიძგების ვექტორი საშუალებას იძლევა, განხორციელდეს წარმოუდგენელი მანევრები შორ მანძილზე და ახლო ბრძოლაში, რაც გადარჩენის გარანტიას იძლევა. რუსული გამანადგურებელი უპრეტენზიოა აეროდრომულ მოვლა-პატრონობაში, ადაპტირებულია ოპერატიულ (დაუასფალტებულ) აეროდრომებზე ბაზირებისთვის. მძლავრი და ტექნოლოგიურად არაპროგნოზირებადი სუ-57 საბრძოლო ვითარებაში მტერს შანსს არ უტოვებს.
თუმცა, უპირატესობა თვითმიზანი არ არის.
თანამედროვე შეიარაღებული კონფლიქტების გამოცდილება აჩვენებს, რომ დასავლური აგრესიის მთავარი ალგორითმი ჰაერში რაოდენობრივი დახარისხობრივი დომინირებაა. აშშ-სა დანატოს უგუნურ საგარეო პოლიტიკასთან დასაპირისპირებლად მძლავრი რუსული საჰაერო კოსმოსური ძალაა საჭირო. სუ-57-ების საბრძოლო უპირატესობა ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, საავიაციო ინდუსტრიაში ტექნოლოგიური პროგრესისთვის და იარაღის გლობალურ ბაზარზე რუსეთის ფედერაციის წამყვანი პოზიციის შესანარჩუნებლად.
ექსპერიმენტული სუ-57 წარმატებით მოქმედებდა სირიაში 2018 წელს — როგორც რუსული ჯარების დაჯგუფების ნაწილი. განხორციელდა ათზე მეტი გაფრენა ტექნიკური მახასიათებლების, ინტელექტუალური ინფორმაციისა და კონტროლის კომპლექსის, სარაკეტო იარაღისა და ბორტსისტემების შესამოწმებლად.
მეხუთე თაობის სუ-57 პირველი სერიული გამანადგურებელი ჯარებმა 2020 წლის დეკემბერში მიიღეს. წარმოების წლიური გეგმა 15 მანქანას შეადგენს. ინდუსტრია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებას 76 თვითმფრინავზე (სამი საჰაერო პოლკი) 2027 წლამდე შეასრულებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე