თბილისი, 18 მაისი – Sputnik. თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები. შემთხვევის ადგილისკენ სასწრაფოდ გაემგზავრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.
აჭარის მთავრობის მონაცემებით, ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
ყველა დაშავებული უკვე კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერ არ ვრცელდება.