ერდოღანი აიძულებს ფინეთსა და შვედეთს, საჯაროდ დაიმცირონ თავი

Sputnik
ირინა ალქსნისი
რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინმა გააოცა ფინელი კოლეგა და მთელი დასავლური სამყარო თავისი მშვიდი რეაქციით ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებაზე, გაწევრიანებულიყვნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.
რუსეთის პრეზიდენტის სიმშვიდე შეთქმულების მორიგი თეორიების საფუძველს აჩენს, უქმნის მას ბოროტი გენიის იმიჯს. ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ ჩდრილოატლანტიკური სოლიდარობის თაფლის კასრში აღმოჩნდა კუპრის ნოყიერი ულუფა, ორგანიზებული რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ. ასე რომ, ალიანსის შევსების ნაცვლად მსოფლიოს ელის მორიგი კომედია, თანმდევი შანტაჟით, მუქარითა და დამცირებით. დამცირება, პირველ რიგში, ელით ფინელებსა და შვედებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, თავიანთი წევრობით ნატო გააბედნიერონ და ელოდებიან, რომ მათ ფიანდაზად დაუგებენ წითელ ხალიჩას. ამის ნაცვლად კი მიიღებენ ზღურბლზე მიმდგარი მოწყალების მთხოვნელის როლს. თანაც, რაც ნიშანდობლივია, არა ვაშინგტონისგან ან ბრიუსელისგან, არამედ ანკარისგან.
მსოფლიო დღეს
რატომ არის თურქეთი ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების წინააღმდეგი
თურქეთის პრეტენზიების არსი მარტივია: შვედეთი და ფინეთი მრავალი წელია, ქურთების მხარდამჭერ თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებენ. ორივე ქვეყანა პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევს ქურთ აქტივისტებს. შვედეთის პარლამენტში ექვსი ქურთი დეპუტატია. ამ ქვეყნებში იმყოფებიან ასევე პარტია „FETO“-ს წევრები, რომელიც აერთიანებს მქადაგებელ ფეთჰულაჰ გიულენის მხარდამჭერებს, სწორედ იმ გიულენისა, რომელსაც ადანაშაულებენ 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში.
ანკარისთვის ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებიც და გიულენის მიმდევრებიც ტერორისტები არიან. თურქული მასმედიის მონაცემებით, სტოკჰოლმმა და ჰელსინკიმ უარი განაცხადეს თურქებისთვის ქურთისტანის მუშათა პარტიიდან და FETO-დან 33 ადამიანის გადაცემაზე. ექსტრადიციის მოთხოვნის ნაწილი არ დაკმაყოფილდა, ნაწილი კი საერთოდ უპასუხოდ დარჩა.
გარემობისა და ერდოღანის პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც ხელიდან არ უშვებს არცერთ შანსს, ხმამაღლა განაცხადოს სახელმწიფოებრივ ამბიციებზე, ანკარის დემარში სავსებით მოსალოდნელი იყო. თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთს „ტერორიზმის კერა“ უწოდა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ვერ დაუჭერს მხარს ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. ამასთან, დასძინა, რომ თურქეთი არ დაუჯერებს სტოკჰოლმისა და ჰელსინკის „ანტიტერორისტულ განცხადებებს“, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მან ორივე ქვეყნის დელეგაციებს, რომლებმაც აღნიშნულ საკითხზე თურქებთან მოლაპარაკებები უნდა გამართონ, ურჩია, „თავი არ შეეწუხებინათ“.
რატომ არ შეუძლია თურქეთს „დადებითად შეხედოს“ ფინეთსა და შვედეთს ნატოში
შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ერდოღანისთვის მიმდინარე მოვლენები სხვა არაფერია, თუ არა საბაბი შანტაჟისა და ვაჭრობისთვის და ბოლოსდაბოლოს ვაშინგტონი დაიყოლიებს, მოდრეკს ან იყიდის თურქეთის თანხმობას ნატოს რიგების შევსებაზე.
მაგრამ, ჯერ ერთი, რუსული С-400 კომპლექსების საკითხზე დასავლეთმა დღემდე ვერ მოახერხა ანკარას დათანხმება, შეეცვალა პოზიცია. მეორეც, რაც უფრო მნიშვნელოვანია - მთავარი ის არ არის, დაითანხმებენ თუ არა თურქებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებაზე გაწერილი პროცედურის თანახმად.
საქმე თავად ვითარებაა.
თურქეთმა ამერიკელებსა და ევროპელებს იმ მომენტში დაუდო ფეხი, როდესაც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო რუსეთთან ერთიანი ძალით დაპირისპირება. ეს ვერა და ვერ ხერხდება - „მთელი მსოფლიო“ შემოიფარგლება დასავლეთითა და მისი მცირერიცხოვანი სატელიტების მხარდაჭერით, ანკარამ კი ალიანსელების სამხედრო გულში ბუნტი და განხეთქილება მოაწყო.
თურქეთი უკვე მრავალი წელია, თანმიმდევრულად მოქმედებს იმავე ლოგიკით, რომლითაც რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და ათობით სახელმწიფო მთელ პლანეტაზე: იცავს თავის სუვერენიტეტსა და ნაციონალურ ინტერესებს, პარალელურად არყევს დასავლურ ცენტრისტულ სისტემას და აშშ-ის ჰეგემონიას. ამ გაგებით ერდოღანი პუტინისგან, სისგან ან მოდისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ მიდრეკილია ავანტიურიზმისა და გარეშე ეფექტებისკენ, რასაც დღევანდელი მოვლენებიც ადასტურებს.
დასავლეთმა უკრაინაში შექმნა სამხედრო ტიტანი, რომელიც მას დაღუპავს
ამ ფონზე განსაკუთრებით ხმამაღალი ჩანს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება. ძნელი წარმოსადგენია სხვა უფრო ნათელი სიმბოლო ევროპის თვითმკვლელობისა, პლანეტის ერთადერთი რეგიონისა, რომელიც უყოყმანოდ დასთანხმდა აშშ-ისთვის საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას.
გასაგები იქნებოდა, სტოკჰოლმსა და ჰელსინკის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა ასწლეულების მიჯნაზე რომ გადაეწყვიტათ, გამარჯვებულს ცივი ომის პერიოდში რომ მიერთებოდნენ. რუსეთი ამას ვერაფერს დაუპირისპირებდა. ზუსტად ასე მოუწია მას ნატოში ბალტიისპირეთის რესპუბლიკების გაწევრიანებასთან შეგუება.
მაგრამ არა, შვედებმა და ფინელებმა გადაწყვიტეს ნეიტრალიტეტზე უარის თქმა სისტემის რღვევის მომენტში, როდესაც ერთადერთი, რაც მათ მოეთხოვებათ - არის საკუთარი თავის განადგურება რუსეთისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენების პარალელურად.
ძველი სიბრძნე ღაღადებს, რომ თუ ღმერთს დასჯა სურს, ის ჯერ ჭკუას ართმევს. სულ უფრო ნათლად ყალიბდება შთაბეჭდილება, რომ მიმდინარეობს ამ პრინციპის ხორცშესხმა ევროპის, იმ რეგიონის შესრულებით, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში თანამედროვე ცივილიზაციის ცენტრი იყო.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე