თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების სია გაფართოვდა

თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტებისა და მომწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების რაოდენობა მუდმივად იზრდება.
Sputnik
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზარდა. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. შედეგად – ამ მედიკამენტებზე ფასები დაახლოებით 60–80%-ით შემცირდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის წამლების შეძენა შვიდ დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. ესენია, „ფარმადეპო“, „ავერსი“, „პეესპე: (PSP), „იმპექსი“, „ჯიპისი" (GPC), „ფარმსახლი“ და „დოიჩე აფთიაქი“.
„თურქეთიდან იმპორტირებული წამლების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა>>
მედიკამენტების ჩამონათვალი და აფთიაქები, სადაც მათი შეძენაა შესაძლებელი, იხილეთ ბმულზე
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, თურქეთიდან იმპორტირებული წამლები მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში 100.000-ზე მეტმა მომხმარებელმა შეიძინა, რითაც მოქალაქეებმა საერთო ჯამში 35 მილიონ ლარამდე დაზოგეს.