მსოფლიო დღეს

ევროკავშირი რუსული ნავთობის ევროკავშირის ტანკერებით ტრანსპორტირების წინააღმდეგი არ არის

ევროკავშირის ტანკერებით რუსული ნავთობის გადაზიდვის აკრძალვას ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ ანონსირებული სანქციების მეექვსე პაკეტი
Sputnik
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ევროკავშირი უარს იტყვის მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობის ევროპული ტანკერებით გადატანის აკრძალვის დაწესებაზე, იუწყება РИА Новости სააგენტო Bloomberg-ის წყაროებზე დაყრდნობით.
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირში რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივად სრული აკრძალვის წინადადებით გამოდის, განაცხადა ევროკავშირის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი სიტყვებით, უარი იქნება ეტაპობრივი, მიმდინარე წლის ბოლომდე. სანქციების პაკეტი ითვალისწინებს რუსული ნავთობის ევროკავშირის ტანკერებით გადაზიდვის აკრძალვას.
როგორც ითქვა, სანქციების მეექვსე პაკეტიდან ტანკერებით გადაზიდვაზე ემბარგოს ამოღებას მოითხოვდა საბერძნეთი, რომლის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზღვაო გადაზიდვებზე. ხსენებულ შემოთავაზებაზე უარის ძირითად მიზეზად კი საინფორმაციო წრეები ასახელებენ G7 ქვეყნებში ერთიანი პოზიციის არარსებობას.
რუსეთმა უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაცია“ მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო. პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, ოპერაციის მიზანი უკრაინის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაციაა“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. შეზღუდვების გამოცხადება კვლავ გრძელდება.
წყარო - Bloomberg