დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 მაისი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 8 მაისია, კვირა. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
ბევრ რამეზე მოგიწევთ ფიქრი. საუთარ თავს დაუსვამთ რთულ კითხვებს და მათზე პასუხების მოძებნას შეეცდებით. სჯობს, საკუთარ ინტუიციას უფრო მოუსმინოთ, ვიდრე გარშემომყოფების რჩევებს. დღის მეორე ნახევარში პოზიტიური ტენდენციების გავლენა უფრო ძლიერი იქნება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 მაისი>>
ვერძი: კარგი დღეა იმათთან შესახვედრად, ვისაც გინდათ, რომ მოეწონოთ. დღეს რთული არ იქნება კარგი შთაბეჭდილების მოხდენა. ასევე გექნებათ შანსი, რომ ადრე დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ, უკეთესობისკენ შეცვალოთ დაძაბული ურთიერთობები. იღბლიანი დღეა ფინანსური თვალსაზრისით.
ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ
კურო: არ განერვიულდეთ,. თუ დღის დასაწყისში რამე გეგმის მიხედვით არ წავიდა. დაიწყეთ მარტივი საქმეებით. მალე გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და უკვე დღის მეორე ნახევარში ბევრი სასიხარულო მომენტი გელოდებათ. საღამო შეყვარებულებს რომანტიკულ სიურპრიზებს ჰპირდება.
ტყუპი: მნიშვნელოვანი საუბრების გამართვა არ იჩქაროთ. დილა სასიამოვნო საუბრებისთვის გამოდგება საინტერესო ადამიანებთან. თანდათანობით უარყოფითი გავლენები დაკარგავს ძალას და შესაძლებელი გახდება სერიოზულ საკითხებზე მსჯელობა. საღამოს მოსალოდნელია თანხის მიღება.
კირჩხიბი: მცირე გაუგებრობებს, დიდი ალბათობით, თავს ვერ აარიდებთ, მაგრამ ნერვიულობა არ ღირს – ამას სერიოზულიშედეგები არ ექნება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა რომანტიკულ ურთიერთობებში ინიციატივის გამოსაჩენად. ფრთხილად უნდა იყოთ ფინანსური საკითხების გადაჭრის დროს.
ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები - ვის უმართლებს ყველაზე მეტად ლატარიის თამაშში
ლომი: სერიოზულ საქმეებს შესანიშნავად გაუმკლავდებით. წარმატებას მიაღწევთ იქ, სადაც სხვებმა მარცხი განიცადეს. ასევე მოახერხებთ რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ახლობლების დახმარებას. შესამჩნევად შეიცვლება უკეთესობისკენ ურთიერთობები, რომლებიც ბოლო დროს საკმაოდ დაძაბული იყო.
ქალწული: დილით ეცადეთ, რომ დრო უქმად არ დაკარგოთ; იმოქმედეთ სწრაფად და მტკიცედ და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ წარმატებას მიაღწევთ. არაა გამორიცხული ნაცნობობა, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენთვის. საღამო კარგი დროა საოჯახო ღონისძიებებისთვის. თანხის დახარჯვა არასასურველია.
სასწორი: განიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, ისაუბრეთ ახლობლებთან სერიოზულ თემებზე. იპოვით საჭირო სიტყვებს და არავის აწყენინებთ. შეძლებთ შერიგებას ადამიანებთან, რომლებთანაც რაღაც სულელური ფრაზების გამო იჩხუბეთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის.
ზოდიაქოს ყველაზე წუწუნა, ბედზე მომჩივანი ნიშნები
მორიელი: არ გადადოთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. კარგი დღეა სამუშაოზე, ბიზნესზე საუბრისთვის, კარიერულ წინსვლაზე ზრუნვისთვის. ასეთი საუბრების გამართვა არაფორმალურ გარემოში აჯობებს. ხელსაყრელი დღეა ასევე საოჯახო ღონისძიებებისთვის. შეძლებთ ოჯახის წევრების გამხიარულებას.
მშვილდოსანი: დროს ფუჭად ნუ დაკარგავთ. ბევრ რამეს მოასწრებთ და იმაში, თუ რომელ საქმეს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა, ინტუიცია დაგეხმარებათ. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ საყვარელ ადამიანს. ეს თქვენს ურთიერთობებს წაადგება. დღის მეორე ნახევარში გაისეირნეთ, ან სადმე გაემგზავრეთ.
თხის რქა: დილა მშვენიერი დროა ურთიერთობებისთვის. ადვილად გამონახავთ ენას ადამიანებთან და მათზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ. არაა გამორიცხული ასევე ნაცნობობა, რომელიც პროფესიული კუთხით ძალიან წაგადგებათ. მოგვიანებით ხელსაყრელი დრო დადგება მნიშვნელოვანი საქმეებისთვის.
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
მერწყული: თუ მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ დაგეგმილი, არ გადადოთ – დღის პირველი ნახევარი ამისთვის ძალზე ხელსაყრელი დროა. ასევე კარგად ჩაივლის სერიოზული საუბრები. მოგვიანებით გაჩნდება დასვენების საშუალება. შეგიძლიათ შეხვდეთ მეგობრებს. იმედს არ გაგიცრუებთ რომანტიკული პაემანიც.
თევზები: არ გადაიღალოთ. ნამდვილად არაა ის დღე, როცა საკუთარი თავი სიმტკიცეზე უნდა გამოსცადოთ. სჯობს, დაისვენოთ, გაიხსენოთ ჰობი, დრო გაატაროთ იმ ადამიანებთან, რომლებიც გიგებენ და მხარს გიჭერენ. მოერიდეთ სერიოზულ საკითხებზე საუბრებს, ფიქრს უსიამოვნო მომენტებზე.