საქართველოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრების საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და უსაფრთხოებას რეგიონში.
Sputnik
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა თავის ისრაელელ კოლეგა იაირ ლაპიდთან ტელეფონით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
პრეს-სამსახურის ცნობით, მინისტრებმა საუბრისას აღნიშნეს ქვეყნებს შორის ისტორიული მეგობრობის მნიშვნელობა და განიხილეს პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.
საქართველოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრები საუბარისას ასევე შეეხნენ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და უსაფრთხოების საკითხებს რეგიონში.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის წარმოებს მუდმივი პოლიტიკური დიალოგი, ისინი თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.