თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩიტაძის ქუჩის N4-ში არსებული შენობის მშენებლობა/რეაბილიტაციას გეგმავს.
მშენებლობა/რეაბილიტაცია განხორციელდება საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის მასშტაბური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ამ პროგრამით მთავრობა აპირებს ბანკების წინაშე იმ სამშენებლო კომპანიების გარანტორად გამოსვლას, რომლებიც სახელმწიფოსთვის ააშენებენ, ხოლო კომპანიებს ამ ფულს მომდევნო სამი-ხუთი წლის განმავლობაში გადაუხდის.
საგარეო უწყების ცნობით, სამინისტროს შენობა საკმაოდ ძველია, ეჭვქვეშაა მისი მდგრადობა და ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება, რომ შენობა საჭიროებს რეაბილიტაციას. უკვე დაგეგმილია თანამშრომელთა ეტაპობრივი გადაყვანა ლეონიძის ქუჩის N3-ში მდებარე შენობაში.
გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში აშენდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობაც.
მასშტაბური სამთავრობო პროგრამა განვადებით საჯარო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის შესახებ მაისში ამოქმედდება. პროექტის განსახორციელებლად 2 მლრდ ლარია გათვალისწინებული