თბილისი 2 მაისი — Sputnik. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი იერუსალიმში ანატოლი ვიქტოროვი ახსნა-განმარტებითი საუბრისთვის დაიბარა, იუწყება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორშაბათს ინტერვიუში განცხადა, რომ ადოლფ ჰიტლერსაც კი ებრაული წარმოშობა ჰქონდა.
„საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის განცხადებები არის მიუტევებელი და აღმაშფოთებელი განცხადება და საშინელი ისტორიული შეცდომა. ებრაელები თავებს არ იხოცავდნენ ჰოლოკოსტის დროს. ებრაელებისადმი რასიზმის ყველაზე დაბალი დონე — ეს თავად ებრაელების დადანაშაულებაა ანტისემიტიზმში“, — განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა.
მანამდე, 1 მაისს იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-თან ინტერვიუში ლავროვმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაული წარმომავლობა არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ნაცისტები არ არიან.
„[ზელენსკის] მოჰყავს არგუმენტი, რომ ნაციფიკაციაზე საუბარი შეუძლებელია, ვინაიდან თავად ებრაელია. შეიძლება ვცდები, მაგრამ ადოლფ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა. ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან. როგორც ჩვენში ამბობენ, „თითო მახინჯი ყველა ოჯახშია“ (В семье не без урода)“, — თქვა მინისტრმა ლავროვმა ინტერვიუში.
24 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა „სამხედრო ოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და „დენაციფიკაციის“ მიზნით. გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე დაიღუპა 2899 და დაშავდა 3235 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე.