დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 მაისი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 2 მაისია, ორშაბათი. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
დღე მნიშვნელოვანი საქმეებით დაიწყეთ. ვარსკვლავები განსაკუთრებულად კეთილგანწყობილი იქნებიან მათ მიმართ, ვისაც უყვარს იმპროვიზირება, ახლებულად მოქმედება და არა გატკეპნილი გზით მოძრაობა. დღის მეორე ნახევარში არ გადაიღალოთ, მოერიდეთ სტრესულ ვითარებებს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 მაისი>>
ვერძი: ყოველთვის არ გამოგივათ ის, რაც ჩაიფიქრეთ, მაგრამ გადაულახავი პრობლემები არ შეიქმნება. მზად იყავით დამოუკიდებლად მოქმედებისთვის. დღის მეორე ნახევარი მსუბუქი და იღბლიანი იქნება. კარგი დროა ურთიერთობებისთვის, რომელიც უამრავ პოზიტიურ ემოციას მოგანიჭებთ.
კულინარიული ჰოროსკოპი ქალებისთვის: საყვარელი მამაკაცის გემო-ვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: არ აჰყვეთ ემოციებს, ძალიანაც რომ გინდოდეთ. დღეს ძალზე მნიშვნელოვანია თავის გაკონტროლება, გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღება და ის, რომ არ დაგავიწყდეთ თქვენი ძირითადი მიზნები რაღაც წამიერი სურვილების გამო. დღის მეორე ნახევარში სასიკეთო პერიოდი დადგება.
ტყუპი: რასაც აკეთებთ, ყველაფერს სერიოზულად მოეკიდეთ. მხოლოდ ასე მიაღწევთ წარმატებებს. კარგი დღეა ახალ ნაცნობებთან ურთიერთობებისთვის. მათთან საერთო ენას ადვილად გამონახავთ. აქ ინტუიციას უნდა უმადლოდეთ, რომელსაც თქვენ ითვალისწინებთ და მისი მინიშნებები უშეცდომოა.
კირჩხიბი: დილით თუ ცუდი აზრები მოგეძალათ, გაგახსენდათ ადრე დაშვებული შეცდომები და თვითკრიტიკას შეუდექით, ასე არაფერი გამოვა. სჯობს, იპოვოთ საბაბი სიხარულისთვის, მოძებნოთ საინტერესო საქმე. ეს პოზიტიურად განგაწყობთ. საღამოს შესანიშნავი დრო დადგება რომანტიკული შეხვედრისთვის.
„დრამის დედოფლები" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ
ლომი: დღე კარგად ჩაივლის, თუ მას თვითონ არ გააფუჭებთ დაუფიქრებელი საქციელით ან სიჩქარეში მიღებული გადაწყვეტილებებით. ეს განსაკუთრებით ფულს ეხება – რისკავთ, რომ მნიშვნელოვანი თანხა რაღაც სისულელეზე დახარჯოთ. გექნებათ დასვენების, გარემოს შეცვლის საშუალება. დროს კარგად გაატარებთ.
ქალწული: დღე სირთულეებისა და გაუგებრობების გარეშე, სავარაუდოდ, არ ჩაივლის, თუმცა სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. ძირითადად, მარტოს მოგიწევთ მოქმედება, მაგრამ დამოუკიდებლადაც შესანიშნავად გაუმკლავდებით საქმეებს. საღამო კარგი დროა სასიყვარულო შეხვედრისთვის.
სასწორი: მტკიცე მოქმედებებია საჭირო. გაიხსნება ახალი შესაძლებლობები. ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ ისინი. ზოგიერთი თქვენგანი გადაწყვეტს, რომ ცხოვრების შეცდვლის დრო მოვიდა და ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს გადადგამს. კარგი დღეა ფინანსური და ქონებრივი საკითხების გადასაწყვეტად.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც არანაირი კრიზისი არ აშინებს
მორიელი: დღის პირველ ნახევარში რთული იქნება სიმშვიდის შენარჩუნება. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები, რის გამოც, შესაძლოა, სასიამოვნო საქმიანობის შეწყვეტა მოგიწიოთ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე გაძლიერდება. დღის მეორე ნახევარი იღბლიანი იქნება.
მშვილდოსანი: უჩვეულო დღე გელოდებათ. ყვეაფერი ისე არ აეწყობა, როგორც გინდათ, მაგრამ ეს სულაც არ გაგანაწყენებთ, პირიქით, გაგიხარდებათ, რომ რაღაც ახალი შესაძლებლობები გაიხსნება თქვენ წინ. კარგი დროა მგზავრობისთვის. დღის მეორე ნახევარში იზრუნეთ ოჯახური კავშირების გასამტკიცებლად.
თხის რქა: ინტუიცია გიკარნახებთ, რომ სჯობს, დრო უქმად არ დაკარგოთ და დღე მაქსიმალურად სასარგებლო საქმიანობას მოანდომოთ. წარმატებები გელოდებათ შემოქმედებით წამოწყებებში. კარგი იქნება, თუ დღოს მეორე ნახევარში არაფერს დაგეგმავთ. დიდი ალბათობით, დასვენება მოგინდებათ.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან
მერწყული: კარგი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, ვისთანაც რაღაც საქმეები გაქვთ მოსაგვარებელი. მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას. ამისთვის საკმარისია, რომ ბუნებრივად გეჭიროთ თავი. მიზანსწრაფულობის შემთხვევაში შეგიძლიათ დიდი ხნის ჩანაფიქრის ასრულება. საღამოს აუცილებლად დაისვენეთ.
თევზები: მოახერხებთ ძველი კონფლიქტების მოგვარებას, ადამიანებთან ურთიერთობების აწყობას. ვინც აქამდე არ გაფასებდათ, მიხვდება, რომ ძალიან ცდებოდა. დღე კარგად აეწყობა, მაგრამ ამას ვერ შეამჩნევთ, თუ მცირე გაუგებრობებს დიდ მნიშვნელობას მიანიჭებთ. ეძებეთ პოზიტივი.