დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 მაისი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 1 მაისია, კვირა. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
დღეს ადამიანებს დამოუკიდებლობისა და სამართლიანობისკენ სწრაფვა ამოძრავებთ. არასასურველია ურთიერთობების გამორკვევა, რადგან დღეს სულ მცირე პრობლემებიც კი უზარმაზარი შეიძლება გახდეს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 აპრილი>>
ვერძი: დღისით მკვეთრ ცვლილებებს ნუ დაელოდებით. განწყობა შეიძლება ხშირად შეიცვალოს. არაა გამორიცხული, რომ ვინმეზე ი9მედი გაგიცრუვდეთ, ან წარსულის შეცდომების შედეგებს წააწყდეთ. სამომავლო გეგმები კორექტირებას საჭიროებს. საღამოს ბევრ თქვენგანს შესაძლოა განმარტოება მოუნდეს.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ
კურო: სიფრთხილე გამოიჩინეთ გზაში, ურთიერთობებში, მუშაობის დროს. არ მიიღოთ მონაწილეობა საქმეებში, რომლებიც უშუალოდ თქვენ არ გეხებათ. დილით ოჯახში უსიამოვნება შეიძლება მოხდეს და თუ დროულად არ შეცვლით ტონს, საღამოს ეს მწვავე კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდოს.
ტყუპი: არაა გამორიცხული, რომ კეთილმა ზრახვებმა ჩიხში შეგიყვანოთ. სურვილზე უარის თქმა არ ღირს, მაგრამ აქტიური რეალიზაციისგან თავი შეიკავეთ. შესაძლოა, გარემოებების მძევალი აღმოჩნდეთ: სხვების საჭიროებების, რუტინული ვალდებულებების, თუმცა შეძლებთ აუცილებელი წვრილმანების გაკეთებას.
კირჩხიბი: წინააღმდეგობრივი შეგრძნებები გექნებათ. ერთი მხრივ, სურვილის ცხოვრების შეცვლის, მეორე მხრივ კი – სიახლეების შიში. დღის შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, ოპტიმისტი ხართ თუ პესიმისტი, რევოლუციონერი თუ კონსერვატორი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ წინდახედულად მოიქცეთ.
ზოდიაქო: შეუთავსებელი და ამავე დროს ერთმანეთისთვის მიმზიდველი წყვილები
ლომი: დღის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხართ მზად, თამაშის პირობები მიიღოთ. აუცილებელია რესურსებზე, საკუთარ ქმედებებზე, სიტყვებსა და გრძნობებზე კონტროლი. საჭიროა მეტი გამჭრიახობა და წინდახედულება, უსაფრთხოების ზომების მიღება სახლში, ბიზნესში, ნებისმიერ საკითხში.
ქალწული: თქვენი საქციელის მიზანია, მოეწონოთ გარშემომყოფებს, მაგრამ საშუალებები, რომლებსაც იყენებთ, შესაძლოა, არაადეკვატური იყოს. არ დაივიწყოთ, რომ მრისხანება, გაღიზიანება, ეჭვიანობა და ა.შ. აფრთხობს ადამიანებს და არ იზიდავს. ამასთან, მოერიდეთ ჩხუბს პარტნიორთან, ოჯახის წევრებთან.
სასწორი: შესაძლებელი იქნება დაძაბულობის მოხსნა და სასიამოვნო ცხოვრებისკენ ნაბიჯის გადადგმა. არ შეეწინააღმდეგოთ, თუ ცხოვრება დასვენებას, შემოქმედებით პროცესში ჩართვას გთავაზობთ. გაქვთ შანსი, რომ დაივიწყოთ პრობლემები. ასევე არ დაინანოთ ფულის დახარჯვა საკუთარი სიამოვნებებისთვის.
ზოდიაქო: ერთი ნიშანი – ერთი მთავარი დადებითი თვისება
მორიელი: დღე დამატებით რესურსებს მოგიტანთ. ეს შესაძლოა იყოს ფსიქოლოგიური ან მორალური მხარდაჭერა, სასარგებლო ინფორმაცია, სხვადასხვა სახის დახმარება. ამასთან, დიდია ალბათობა, რომ ოპტიმიზმით დაიმუხტოთ. პოზიტიური გრძნობების გაჩენას, სავარაუდოდ, უზრუნველყოფს სასიამოვნო სიურპრიზი.
მშვილდოსანი: საქმეებში პროგრესი გექნებათ. სრული წარმატებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს ისეთი თვისებები, როგორიცაა აზარტი, საჭირო მომენტის დაჭერა, შემთხვევის ნდობა. თუ თქვენი ინტერესები გუნდის ინტერესებს დაუპირისპირდება, ეცადეთ, წონასწორობა იპოვოთ თქვენ და სხვის ამბიციებს შორის.
თხის რქა: გექნებათ საშუალება, რომ ძველი სტილით იმუშაოთ. შესაძლოა, იპოვოთ საშუალება საკუთარი ნამუშევრების, ჯანმრთელობის, ქონების დასაცავად. იდეალურად იმუშავებს თავის დაცვის გრძნობა, საშიშროების მოახლოებას ინტუიციურად იგრძნობთ. დღეს არაფერი გადააგდოთ – შესაძლოა, მომავალში გამოგადგეთ.
ოთხი იდეალური, ერთმანეთისთვის შექმნილი წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: დილით შედარებით თავისუფლად იგრძნობთ თავს, ნაშუადღევს კი დაფიქრდებით კარიერაზე, შემოსავლებზე, ურთიერთობებზე სამსახურსა თუ ოჯახში. არ აღიქვათ ეს ვითარება ზედმეტად ემოციურად. შეხედეთ ვითარებას ობიექტურად – მასში ბევრი დადებითი მომენტი შეიძლება დაინახოთ.
თევზები: ძალიან დიდია ცდუნება, რომ სხვისი შრომის ნაყოფით ისარგებლოთ. თუ ავად არ ხართ ან ძალიან დაკავებული, ნუ დააკისრებთ სხვებს იმას, რაც თვითონაც შეგიძლიათ გააკეთოთ. ბიზნესმენებს შეუძლიათ ხელქვეითებს რუტინული სამუშაოების შესრულება დაავალონ იმ შემთხვევაში, თუ დრო კრეატივისთვის სჭირდებათ.