მსოფლიო დღეს

ევროკავშირი რუსული ნავთობის აკრძალვას წლის ბოლომდე აპირებს - Bloomberg

სრულ ემბარგომდე იმპორტზე ეტაპობრივი შეზღუდვები დაწესდება, წერს მედია
Sputnik
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. ევროკავშირი რუსული ნავთობის აკრძალვას 2022 წლის ბოლომდე აპირებს, იუწყება РИА Новости Bloomberg-ზე დაყრდნობით.
მანამდე ამერიკული ყოველკვირეული გამოცემა New York Times წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ევროკავშირის ქვეყნები, სავარაუდოდ, რუსულ ნავთობზე ეტაპობრივი ემბარგოს შესახებ გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებენ.
„ევროკავშირი წლის ბოლომდე აპირებს დააყენოს რუსული ნავთობის აკრძალვის შესახებ წინადადება, მანამდე კი ეტაპობრივად იმპორტზე შეზღუდვები დაწესდება“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ამრიგად, წყაროების თანახმად, სხვა წინადადებები, რომლებიც შეიძლება იყოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემდეგი პაკეტის ნაწილი, მოიცავენ „შეზღუდვებს საკონსულტაციო და Cloud ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სერვისებზე, ასევე შეზღუდვებს უძრავი ქონების შეძენაზე“.
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების საპასუხოდ დასავლეთმა შთამბეჭდავი რაოდენობის სანქციები დააწესა. კომპანიების ნაწილმა რუსეთის ბაზრიდან გასვლისა და ქვეყანაში საწარმოო ობიექტების დახურვის შესახებ განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლურმა კომპანიებმა, რომლებიც უარს ამბობენ რუსეთთან მუშაობაზე, ეს უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ გააკეთეს, მაგრამ რუსეთი გადაჭრის ეკონომიკასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას, რომელსაც მას დასავლეთი უქმნის.
წყარო - Bloomberg
წყარო - РИА Новости