ცხოვრების გზის შვიდწლიანი ციკლები - დედა, მამა, ბუნტი, დაღვინება...

თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ცხოვრების გზა აქვს, ეს გზა განსხვავებულია სხვების ცხოვრებისეული გზისგან. მაგრამ კაცობრიობას საერთოც ახასიათებს...
Sputnik
ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი ბერნარ ვერბერი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება შვიდწლიანი ციკლებით ვითარდება. თითოეული ციკლი კრიზისით სრულდება, რომელსაც ახალ ეტაპზე გადავყავართ.
0-დან 7 წლამდე
ძლიერი კავშირი დედასთან. სამყაროს ჰორიზონტალური აღქმა. გრძნობების წარმოქმნა. დედის სუნი, დედის რძე, დედის ხმა, დედის სითბო, დედის კოცნა – ეს პირველი შეგრძნებებია. ეს პერიოდი, როგორც წესი, დაცული, დედის სიყვარულით აღსავსე ნაჭუჭიდან გამოსვლითა და დანარჩენი, მეტ-ნაკლებად ნელ-თბილი სამყაროს აღმოჩენით სრულდება.
7-დან 14 წლამდე
ძლიერი კავშირი მამასთან. სამყაროს ვერტიკალური შეცნობა. პიროვნების შექმნა. მამა ოჯახური ნაჭუჭის გარე სამყაროს აღმოჩენაში ახალი განსაკუთრებული პარტნიორი და მოკავშირე ხდება. მამა აფართოებს დაცულ ოჯახურ ნაჭუჭს. ის ორიენტირი ხდება. დედა სიყვარული იყო, მამა გაღმერთებული უნდა იყოს.
შენთან ერთად. შენ წინააღმდეგ. უშენოდ...
14-დან 21 წლამდე
ბუნტი საზოგადოების წინააღმდეგ. მატერიის შეცნობა. ინტელექტის შექმნა. ესაა ყმაწვილობის ასაკის კრიზისი. ჩნდება სამყაროს შეცვლისა და არსებული სტრუქტურების დანგრევის სურვილი. ახალგაზრდობა თავს ესხმის ოჯახურ ნაჭუჭს, შემდეგ – საზოგადოებას მთლიანად. მოზარდს მოსწონს ყველაფერი, რაც „ამბოხს“ უკავშირდება – ხმამაღალი მუსიკა, რომანტიკური ურთიერთობები, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, გაქცევა, მარგინალურ ახალგაზრდულ ჯგუფებთან კავშირი, ანარქიული ფასეულობები, ძველი ფასეულობების სისტემური უარყოფა. პერიოდი ოჯახური ნაჭუჭიდან გამოსვლით სრულდება.
21-დან 28 წლამდე
საზოგადეობაში შესვლა. სტაბილიზება ბუნტის შემდეგ. განიცდის რა წარუმატებლობას სამყაროს დანგრევასთან დაკავშირებით, მასში ინტეგრირდება სურვილი, გახდეს წინა თაობაზე უკეთესი; მოძებნოს უკეთესი სამსახური, ვიდრე მის მშობლებს აქვთ; მონახოს უკეთესი საცხოვრებელი ადგილი, ვიდრე მშობლებს აქვთ. პარტნიორის შერჩევა და ოჯახური კერის შექმნა. საკუთარი ნაჭუჭის შექმნა. პერიოდი, ჩვეულებრივ, ქორწინებით მთავრდება.
ამ მომენტიდან ადამიანმა შეასრულა თავისი მისია და დაასრულა საკუთარი პირველი დაცული ნაჭუჭი.
პირველი კვადრატის დასასრული – 4×7 წელი.
პირველი კვადრატის დასრულების შემდეგ ადამიანი შვიდწლიანი ციკლის მეორე სერიას იწყებს.
28–35 წლები
კერის შექმნა. ქორწინების, ბინის, ავტომანქანის შემდეგ ჩნდებიან ბავშვები. ფასეულობები ნაჭუჭის შიგნით იყრის თავს. მაგრამ თუ პირველი ოთხი ციკლი წარუმატებლად დასრულდა, კერა ინგრევა. თუ დედასთან ურთიერთობებმა სათანადოდ არ ჩაიარა, ის რძალთან კონფლიქტს იწყებს. თუ ურთიერთობებმა მამასთანაც ცუდად ჩაიარა – ის წყვილის საქმეებში ჩარევას დაიწყებს. თუ საზოგადოებასთან ბუნტი არ გადაიტანა, არის სამსახურში კონფლიქტების რისკი. 35 წელი ის ასაკია, რომელშიც ცუდად მომწიფებული ნაჭუჭი ხშირად ფეთქდება. მაშინ ხდება განქორწინება, სამსახურიდან გათავისუფლება, დეპრესია, ფსიქოსომატური დაავადებები. მაშინ პირველი ნაჭუჭი უნდა მოშორდეს და…
მე ეს გზა ავირჩიე: უბრალოდ, ვიყო ბედნიერი
35–42 წლები
ყველაფერი ნულიდან იწყება. კრიზისის შემდეგ, რომელიც წინა გამოცდილებებითა და შეცდომებით არის გამდიდრებული, ადამიანი მეორე ნაჭუჭს აგებს. უნდა გადაიხედოს ურთიერთობები დედასთან, მამასთან, სიმწიფესთან. ესაა პერიოდი, როდესაც განქორწინებული მამაკაცები და ქალები საყვარლებს იჩენენ. ისინი ცდილობენ მიიღონ ის, რასაც ელოდებიან, უკვე არა ქორწინებიდან, არამედ საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობებიდან.
ასევე უნდა გადაიხედოს ურთიერთობები საზოგადოებასთან. ამიერიდან სამსახურს ირჩევენ არა მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არამედ იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად საინტერესოა ის, ან – რამდენ თავისუფალ დროს იძლევა. ახალი ქორწინება, ახალი სამუშაო, ახალი ურთერთობები. თუ პარაზიტული ელემენტებისგან გათავისუფლებამ კარგად ჩაიარა, მას შეუძლია აღადგინოს არა მხოლოდ მსგავსი, არამედ უკეთესი ნაჭუჭიც. თუ ძველი შეცდომები ვერ გაიაზრა, ის ზუსტად ძველის მსგავს ნაჭუჭს ააშენებს და ზუსტად იგივე მარცხი ელოდება. ამას სხვაგვარად „წრეზე სირბილი“ ეწოდება. ამის შემდეგ ყველა ციკლი ერთისა და იმავე შეცდომების გამეორება იქნება.
ფანი არდანი: მინდა ეშაფოტამდე ღიმილითა და ხელში ჭიქა ღვინით მივიდე>>
42–49 წლები
საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება. როგორც კი მეორე, გაუმჯობესებული ნაჭუჭი აღდგება, ადამიანს შეუძლია შეიცნოს ცხოვრების სისავსე ქორწინებაში, ოჯახში, სამსახურში, საკუთარ განვითარებაში. ამ გამარჯვებას ქცევის ორ ახალ ტიპთან მივყავართ.
თუ ადამიანისთვის მატერიალური კეთილდღეობის ნიშნები მნიშვნელოვანია – მეტი ფული, მეტი კომფორტი, მეტი ბავშვი, მეტი საყვარელი, მეტი ძალაუფლება, ის შეუჩერებლივ ამდიდრებს და ზრდის თავის ახალ, გაუმჯობესებულ ნაჭუჭს.
თუ ადამიანი ახალი, სულიერი ტერიტორიების დასაპყრობად მიემართება, მაშინ მისი პიროვნების ჭეშმარიტი შექმნა იწყება. ლოგიკურად ეს პერიოდი თვითშემეცნების კრიზისით, ეგზისტენციური კითხვით უნდა დასრულდეს – რატომ ვარ აქ, რატომ ვცოცხლობ, რა უნდა გავაკეთო, რომ ცხოვრებას, მატერიალურის გარდა, აზრი მიეცეს?
დაკარგული ასაკი – არარსებული დრო, ცხოვრებისეული პაუზა თუ ახალი მიზნების ხანა
49–56 წლები
სულიერი რევოლუცია. თუ ადამიანმა შეძლო თავისი ნაჭუჭის შექმნა და რეალიზება ოჯახსა და სამუშაოზე, მას, ბუნებრივია, სიბრძნის შეძენის სურვილი უჩნდება. ამიერიდან იწყება საბოლოო თავგადასავალი, სულიერი რევოლუცია.
სულიერების ძიება, თუ ის სწორად წარიმართება და მზა იდეების ზეგავლენის ქვეშ არ მოექცევა, არასდროს დასრულდება. ის მთელ დარჩენილ ცხოვრებას მოიცავს.
მეორე კვადრატის დასასრული 4×7 წელი.
შემდეგ განვითარება სპირალისებურად გრძელდება. ყოველ შვიდ წელიწადში ადამიანი ერთ წრეს გადის და იმავე საკითხებს გადის: ურთიერთობები დედასთან და მამასთან, დამოკიდებულება საზოგადოების წინააღმდეგ ბუნტისა და ოჯახის მიმართ.
ხანდახან ადამიანები შეგნებულად უშვებენ მარცხს სამსახურსა თუ ოჯახში, რათა იძულებული გახდნენ, ყველა ციკლი თავიდან დაიწყონ. ისინი ამგვარად ცდილობენ გაექცნენ და გადაავადონ ის მომენტი, როდესაც სულიერ ფაზაში გადასვლა მოუწევთ, რადგან საკუთარ თავთან პირისპირ შეჯახების ეშინიათ.