აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დელეგაცია თბილისს ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პარლამენტის დელეგაცია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებს გამართავს.
Sputnik
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის საჰიფა გაფაროვას ხელმძღვანელობით საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში 19 აპრილს გაიმართება დელეგაციის წევრების შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან.
აზერბაიჯანული დელეგაციის ვიზიტი 20 აპრილს დასრულდება.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაიზრდება: რა გადაწყდა შეხვედრაზე
მანამდე, 15 აპრილს ბაქოში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის მოცულობის გაზრდისა და არსებული ინფრასტრუქტურის გამტარიანობის გაფართოების საკითხები.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ნოემბერში დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.