დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 აპრილი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 18 აპრილია, ორშაბათი. კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, თუმცა ეს ადვილი არ იქნება – ემოციური ფონი დაძაბულია, გარშემომყოფებთან ურთიერთობები – რთული. დღის მეორე ნახევარი პირველზე ბევრად უკეთესი იქნება. კარგი დროა ფანტაზიის, იმპროვიზირებისა და რამე ახლის გამოგონებისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 აპრილი>>
ვერძი: რის გაკეთებასაც არ უნდა პაპირებდეთ, გახსოვდეთ, რომ უნდა იმოქმედოთ ფრთხილად და აუჩქარებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების დროს. ურთიერთობებში მეტი ყურადღება გმართებთ – მოერიდეთ ჭორიკანა და ინტრიგან ხალხს. საკუთარ განცდებზე მხოლოდ ძალიან ახლობლებს ესაუბრეთ.
ზოდიაქოს ერთნაირი ნიშნების სასიყვარულო შეთავსებადობა
კურო: შეეჭიდეთ რთულ საქმეებს, პროექტებს. დღეს შეამჩნევ პროგრესს შეიძლება მიაღწიოთ. ნებისმიერ თემაზე საუბრისას იყავით თავშეკავებული. არაა გამორიცხული, რომ ვინმემ თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა სპეციალურად მოინდომოს. მოგვიანებით კარგი დრო დადგება ფინანსური საკითხების გადასაჭრელად.
ტყუპი: დღის დასაწყისში გამოიჩინეთ ინიციატივა სამუშაოზე. განიხილეთ თქვენი იდეები თანამოაზრეებთან ერთად. არ არის გამორიცხული თანამშრომლობა, რომელიც ახალ პერსპექტივებს გააჩენს თქვენ წინაშე. მოგვიანებით მშვიდი და ხელსაყრელი დრო დადგება. კარგი იქნება ოჯახის წევრებთან ურთიერთობები.
კირჩხიბი: ბევრს მოასწრებთ, თუ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტით დაიწყებთ. მოიფიქრებთ მარტივ და ეფექტურ გზას მიზნის მისაღწევად. კარგ რჩევებს მოგცემენ ძველი ნაცნობები. გაგიმართლებთ სიყვარულში – რომანტიკული ურთიერთობები უფრო თბილი და ჰარმონიული გახდება.
ვინ არის თქვენი დამცველი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: თუ დილით რამე გეგმის მიხედვით არ წავიდა, არ ინერვიულოთ. გადაულახავი დაბრკოლებები არ გაჩნდება. შეიძლება გაჩნდეს ამოცანები, რომელთა გადაწყვეტა დაუყოვნებლივ არის საჭირო. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები, სასიამოვნო მოვლენები ოჯახში.
ქალწული: იმოქმედეთ სწრაფად. დღეს ბევრი რამ შესანიშნავად გამოგივათ. ამასთან, მარტო მოქმედება არ მოგიწევთ – გამოჩნდებიან დახმარების მსურველები. დღის მეორე ნახევარში, ერთ რამე მნიშვნელოვანზე ყურადღების კონცენტრირება რთული იქნება, სამაგიეროდ, შეძლებთ წვრილმანის საქმეების ერთდროულად გაკეთებას.
სასწორი: დღის დასაწყისი არახელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და სერიოზული საუბრებისთვის. ირგვლივ მყოფებთან ადვილი არ იქნება საერთო ენის გამონახვა. ცოტა დაიცადეთ და პოზიტიური ტენდენციების გაძლიერებასთან ერთად ყველაფერი მოგვარდება. საღამო კარგი დროა რომანტიკული პაემნისთვის.
როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს
მორიელი: განეწყვეთ სერიოზულად, მოემზადეთ იმისთვის, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება მოგიწევთ. ზოგიერთ თქვენგანს შემოსავლების გაზრდის შანსი მიეცემა. დღის მეორე ნახევარში შეძლებთ ყოვედღიური საზრუნავისგან დასვენებას. კარგი დროა ურთიერთობებისთვის განსხვავებულ ადამიანებთან.
მშვილდოსანი: ბევრი იდეა გაგიჩნდებათ, მაგრამ ყველაფერს დღესვე ვერ განახორციელებთ. მოსალოდნელია თანხის მიღება, მომგებიანი გარიგებების დადება. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრების, გეგმების განხილვისთვის. საღამოს თავი აარიდეთ ზედმეტ დატვრითვას. კარგი იქნება, თუ დაისვენებთ.
თხის რქა: რ მოექცეთ ილუზიების ტყვეობაში. დღეს აუცილებელია, რომ საგნებს ობიექტურად შეხედოთ, გადაჭარბებით არ შეაფასოთ საკუთარი ძალები. არ დაიჯეროთ ყველასი, ვინც რამეს გპირდებათ. გქონდეთ საკუთარი თავის იმედი. დღის მეორე ნახევარი რომანტიკულ ურთიერთობებში უკეთესობისკენ ცვლილებებს გპირდებათ.
ჰოროსკოპი: ვინ როგორ იშუშებს ჭრილობებს
მერწყული: შესანიშნავი დღეა, რომ გასცეთ განკარგულებები, გადაჭრათ საორგანიზაციო საკითხები. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს ხელმძღვანელის ფუნქციები უნდა იტვირთოთ. შესაძლებელია წარმატებული საქმიანი მოლაპარაკებები. ხელსაყრელი დღეა პირადი ურთიერთობებისთვის. მოსალოდნელია თანხის მიღება.
თევზები: არ იჩქაროთ. მნიშვნელოვან საქმეებს დღის მეორე ნახევარში შეუდექით, მანამდე კი ყველაფერი კარგად მოიფიქრეთ, დაგეგმეთ და მოიპოვეთ დამატებითი ინფორმაცია. მოგვიანებით სასიამოვნო, საქმიანი თუ პირადი შეხვედრები გელოდებათ. გაიგებთ რაღაც ახალს, მიიღებთ სასარგებლო რჩევებს.