თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. რუსეთში ბელარუსის საელჩომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია – რომ გომელის ოლქის საავადმყოფოები დაჭრილი რუსი ჯარისკაცებითაა გადატვირთული.
მანამდე ინფორმაცია ამის შესახებ, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლების თქმით, სხვადასხვა Telegram-არხებით გავრცელდა.
„ბოლო დროს ინტერნეტით გავრცელდა პუბლიკაციები (უპირველეს ყოვლისა, ანონიმურ Telegram-არხებზე), თითქოს გომელის ოლქის საავადმყოფოები გადატვირთულია უკრაინაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი რუსი სამხედრო მოსამსახურეებით. ასეთი მასალები ქვეყნდება „სიტუაციის მცოდნე ანონიმ წყაროებზე" დაყრდნობით“, — ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე.
დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ჩვენ რეგულარულ კონტაქტებს ვინარჩუნებთ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელობასთან ბელარუსის იმ რეგიონებში, რომლებიც უკრაინას ესაზღვრება — გომელში, მოზირსა და ნაროვლიაში. სამედიცინო ორგანიზაციებს მსგავსი ხმების დამადასტურებელი ინფორმაცია არ აქვთ“, — აცხადებენ საელჩოში.
როგორც უწყებაში ამბობენ, ასეთი „სიყალბის გავრცელება არის არაკეთილმოსურნეთა პროვოკაცია“, რომელთა მიზანი — რუსეთისა და ბელორუსის დემონიზაციაა „დასავლელი კურატორების სახელმძღვანელოების მიხედვით და მათივე მხარდაჭერით“.