დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 აპრილი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 13 აპრილია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
მგრძნობიარე ადამიანები განსაკუთრებულად ყურადღებით უნდა იყვნენ ემოციური მდგომარეობის მიმართ. ეცადეთ, მოერიდოთ სტრესულ ვითარებებს, მღელვარებას, ნერვიულობას. საქმიანი ურთიერთობები ჰარმონიულად განვითარდება, ახლობლებთან კი შეიძლება დაძაბული მომენტები შეიქმნას.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 აპრილი>>
ვერძი: ეცადეთ, სწრაფად იმოქმედოთ. დღეს ბევრ რამეს გაართმევთ თავს კარგად. არაა გამორიცხული, რომ თქვენთვის მომგებიანად გადაწყდეს იურიდიული და ქონებრივი საკითხები. შესაძლებელია თანხის მიღება. ფინანსურ საკითხებში ფრთხილი ხართ და ამის წყალობით უსიამოვნებებს აირიდებთ თავიდან.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ
კურო: ყურადღება მიაქციეთ ახალ იდეებს. დიდი ალბათობით, ისინი იღბლიანი აღმოჩნდება. მათი განხორციელება პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ, მარტოს მოგიწევთ, შემდეგ კი გარშემომყოფებიც დაინტერესდებიან. მოგვიანებით საინტერესო შეხვედრები გელოდებათ, არაა გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება.
ტყუპი: ნუ ეცდებით, მაშინვე მიიღოთ სასურველი შედეგი. ეს, დიდი ალბათობით, შეუძლებელია დღის პირველ ნახევარში, რადგან გაგიჭირდებათ გონების მოკრება. მოგვიანებით ხელსაყრელი, ნაყოფიერი პერიოდი დადგება. გარშემომყოფებთან კონტაქტი თქვენთვის ძალიან ადვილი იქნება.
კირჩხიბი: არ ღირს იმ საქმეების გადადება, რომლებიც შემოქმედებით დამოკიდებულებას, ფანტაზიას მოითხოვს. დილა ამისთვის შესანიშნავი დროა. კარგი დღეა საქმიანი ურთიერთობების, პროფესიული გეგმების განხილვის, შეხვედრებისთვის იმ ადამიანებთან, რომლებთან ერთადაც მუშაობის სურვილი გაქვთ.
პატარა „ეშმაკუნები“ – ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მასწავლებლებს „სისხლს უშრობენ“
ლომი: მზად იყავით – დღეს სხვის საქმეებში ჩარევა მოგიწევთ. ამასთან, გარშემომყოფები ხშირად მოგმართავენ რჩევის, დახმარებისთვის. ამის გამო, შესაძლოა, საკუთარი საქმეების გადადება მოგიწიოთ. მოერიდეთ სტრესულ ვითარებებს. აუცილებლად გამოიყენეთ დასვენების შესაძლებლობა, რომელიც მოგვიანებით გექნებათ.
ქალწული: დღე კარგად ნაცნობი საქმეებით დაიწყეთ. მათთან გამკლავება რთული არ იქნება. გარშემომყოფებთან ურთიერთობები ყოველთვის ადვილი არ იქნება, მაგრამ თავს ყველაფერს გაართმევთ. ურთიერთობებისთვის კარგი პერიოდი დღის მეორე ნახევარში დადგება. ეს დრო ასევე გამოდგება რთული საქმეების გასაკეთებლად.
სასწორი: გამოგადგებათ დიდი ხნის ნასწავლი. ცოდნისა და გამოცდილების წყალობით შეძლებტ იმას, რაც სხვებს არ გამოუვიდათ. კარგი დღეა საორგანიზაციო საკითხების გადასაწყვეტად. ადვილად შეძლებთ საქმეების მოწესრიგებას, დოკუმენტების გაფორმებას. დაოჯახებულებს საღამოს სასიამოვნო ინფორმაცია ელოდებათ.
ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ
მორიელი: იმოქმედეთ მტკიცედ, დროს უქმად ნუ დაკარგავთ. ბევრს მიაღწევთ, თუ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გექნებათ და სხვების დახმარებას არ დაელოდებით. ადვილად გააბამთ ნაცნობობას. ბევრზე მოახდენთ ძლიერ შტაბეჭდილებას. არაა გამორიცხული ერთი ნახვით შეყვარება. ენდეთ ინტუიციას.
მშვილდოსანი: დილით რთული იქნება დაძაბული მომენტების თავიდან აცილება, მაგრამ ნერვიულობის მიზეზი არ გექნებათ. ეცადეთ, ყურადღება მიაქციოთ არა პრობლემებს, არამედ მათი გადაჭრის გზებს. მოგვიანებით გაჩნდება ახალი გეგმები, მათ შორის, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. სწრაფად გადადგით პირველი ნაბიჯები.
თხის რქა: არ დაკარგოთ სულიერი წონასწორობა, თუნდაც დილით რამე გეგმის მიხედვით არ წავიდეს. შესაძლოა ზოგიერთი საკითხის გადადება მოგიწიოთ, რომ სასწრაფო საქმე გააკეთოთ. არ ინერვიულოთ, ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა საოჯახო საქმიანობისთვის.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ
მერწყული: დილით მცირე გაუგებრობებია მოსალოდნელი. შესაძლოა, ამის გამო ყველაფრის გაკეთება ვერ მოასწროთ, რაც დაგეგმილი გქონდათ. დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა მნიშვნელოვანი შეხვედრების, სერიოზული საუბრებისთვის. არაა გამორიცხული ნაცნობობა, რომელსაც რომანტიკული ისტორია მოყვება.
თევზები: მნიშვნელოვან საქმეებს დიდი ხნით ნუ გადადებთ – მათთვის დილა საუკეთესო დროა. ყურადღება მიაქციეთ კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობებს და მალე საინტერესო წინადადებას მიიღებთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა დასვენებისთვის. არაა გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები.