თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქუთაისში მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 27 წლის ქალი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა 31 მარტს ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მოხდა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულმა კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას 43 წლის მეგობარ მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა „ცხელ კვალზე“ თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: შსს