ქობულეთში მაშველებმა დელფინი სიკვდილს გადაარჩინეს

დელფინი წყალმცენარეებსა და ბადეში იყო გაბმული.
Sputnik
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ქობულეთში მაშველებმა ზღვის სანაპიროსთან დელფინი გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ზღვაში მაშველებმა დელფინი იმ დროს შენიშნეს, როდესაც ის სანაპიროსთან ახლოს წყალმცენარეებსა და ბადეში იყო გაბმული და გათავისუფლებას ვერ ახერხებდა.
სამაშველო კატარღის დახმარებით მაშველებმა დელფინი ბადიდან გამოათავისუფლეს. მოგვიანებით ის ზღვაში, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უსაფრთხო არეალში გაუშვეს.