თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ტირანაში, Air Albania-ს არენაზე ალბანეთის ნაკრებთან მატჩი ფრედ დაასრულა.
პირველ ტაიმში მეტოქეებმა თითო საგოლე მომენტი შექმნეს: 38-ე წუთზე მომენტით ვერ ისარგებლა შემტევმა ალბანელმა ჩეკიჩმა, 42-ე წუთზე კი ზურიკო დავითაშვილმა არაზუსტად ითამაშა.
მეორე ტაიმში ინიციატივას ალბანელები ფლობდნენ, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი ქართველებმა შექმნეს - შანსი ჰქონდა ვაკო ყაზაიშვილს, მაგრამ მისი დარტყმაც არაზუსტი გამოდგა.
საქართველოს ნაკრებმა წაუგებელი სერია ხუთ მატჩამდე გაზარდა: 2:1 კოსოვოსთან, 2:0 შვედეთთან, 1:0 უზბეკეთთან, 1:0 ბოსნია და ჰერცეგოვინასთან.
ივნისში საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. გუნდი პირველ მატჩს 2 ივნისს გიბრალტარის ნაკრებთან გამართავს.