ალერგია ბავშვებში: ასაკობრივი თავისებურებები და სიმპტომები

ალერგია არის მომატებული მგრძნობელობა - იმუნური სისტემის რეაქცია ისეთი ნივთიერებების მიმართ, რომლებიც, ჩვეულებრივ, არ უნდა იწვევდნენ რამე გართულებას ადამიანის ორგანიზმში.
Sputnik
არაალერგიული ადამიანის იმუნური სისტემა ალერგეთან შეხებისას ხვდება, რომ საფრთხე არ არსებობს, ხოლო ალერგიულის იმუნურმა სისტემამ ის შეიძლება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველად აღიქვას და სხვადასხვა რეაქციებით დაიწყოს მასთან ბრძოლა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ალერგიული დაავადებები, მსოფლიოში გავრცელების მიხედვით, მესამე ადგილზეა. ანუ ისინი საშუალოდ დედამიწის მოსახლეობიდან ყოველ მეათე ადამიანს აღენიშნება, ხოლო ზოგ ქვეყანაში შესაძლოა ყოველ მეოთხესაც ჰქონდეს.
რატომ? ამ კითხვაზე ყველას გვაქვს პასუხი: საკვები, გარემო, ცხოველები, მწერები და ასე შემდეგ. ალერგიის გამომწვევი ყველგან შეიძლება იყოს: სახლშიც და მის გარეთაც, ჰაერშიც და საკვებშიც, სათამაშოებშიც და მედიკამენტებშიც, დაბალ ტემპერატურაზეც და მზეშიც.
როგორ ამოვიცნოთ ბავშვებში ყველაზე გავრცელებული დარღვევა: სიმპტომები და რჩევები
ალერგია შეიძლება ადამიანს გამოუვლინდეს არა მარტო საკვებზე, არამედ ცხოველის ბეწვზე, ფრინველის ბუმბულზე, მწერის ნაკბენზე, მტვერზე, გამონაბოლქვზე, მცენარის შეხებაზე, ნესტსა და ობზე, მედიკამენტებზე, პარფიუმერიაზე, სარეცხის საშუალებებსა და სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებზე.

ალერგია - ცივილიზაციის სენი?

შესაძლოა ასეცაა. ალერგიული დაავადებები განსაკუთრებით გავრცელებულია ეკონომიკურად და კულტურულად განვითარებულ ქვეყნებში (ეს შეიძლება სტატისტიკის წარმოების წესის შედეგიცაა), თუმცა ალერგიული დაავადებების შესახებ ცნობა შემონახულია ეგვიპტურ პაპირუსებშიც, სადაც აღწერილია კრაზანის კბენის შემდეგ განვითარებული ალერგიული შოკი.

სეზონურობა

ალერგიები აქტუალურია მთელი წლის განმავლობაში. მცენარეების მტვრით გამოწვეული ალერგიების შემთხვევების რაოდენობა გაზაფხულის პირველი რიცხვებიდან იზრდება, მაგრამ თითქმის შემოდგომის ბოლომდე გრძელდება, რადგან ალერგიულად მიჩნეული მცენარეები: ჭადარი, ალვა, კაკალი, წაბლი, წივანა, ჭვავი, ტიმოთელა, ავშანი, ამბროზია, თუთუბო, ბაბუაწვერა და ა.შ. სხვადასხვა დროს ყვავილობს.

ასაკი

ალერგიული რეაქცია სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა გამომწვევზე შეიძლება ჰქონდეს ადამიანს.
9 პოპულარული მითი ანგინის შესახებ: რომელია მართალი და რომელი – არა
თუ 3 წლამდე ბავშვებისთვის მთავარ ალერგენებად მიიჩნევა საკვები პროდუქტები: ძროხის რძე, კვერცხი, სტაფილო, ციტრუსები, პურის ფქვილი, თევზი, თაფლი და ა.შ. 3 წლიდან აქტიურდება ალერგიები გარემო ფაქტორებზე.
5 წლამდე ბავშვებში ალერგია გვხვდება ძირითადად კანისმიერი გამოვლინებებით, 5 წლიდან კი უმთავრესად აღინიშნება ზემო და ქვემო სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებები.

თავიდან აცილება

ალერგიისგან სრულად თავის დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, უნდა გვქონდეს ინფორმაცია და ვიცოდეთ, როგორ ვმართოთ, რადგან ის შეიძლება ძალზე მწვავედ განვითარდეს და სიცოცხლესაც კი შეუქმნას სერიოზული საფრთხე.

ალერგიის სიმპტომები

კანზე მოწითალო, მქავანა გამონაყარი;
ცხვირის, თვალების, სასის, ყურების ქავილი;
სურდო, ცრემლდენა;
სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმის ნიშნები;
მუცლის ტკივილი, ნაწლავების ჭვალი, ღებინება და დიარეა;
თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ცისტიტი და სხვა.

ყველაზე საშიში

რაც ყველაზე საშიშია ალერგიაში, ეს არის ანაფილაქსიური შოკი.
დაგეგმილი ბედნიერების სტრესი: რვა რამ, რაც ბავშვს ნამდვილად სჭირდება
ის ვლინდება:
სუნთქვის გაძნელებით;
შეშუპებით (ძირითადად — სახეზე, ხახის ლორწოვანზე, ენაზე);
ხმის შეცვლა-ჩახლეჩით;
შფოთვით,
არტერიული წნევის მკვეთრი დაცემით,
გონების დაბინდვით, კრუნჩხვებით,
გამონაყრით.
თუ ადამიანს ოდესმე ჰქონია ალერგიული რეაქციის გართულება ანაფილაქსიური შოკით, რეკომენდებულია, ატაროს:
1.
სპეციალური სამედიცინო სამაჯური, რომელზეც მითითებული იქნება, რომ ალერგიულია;
2.
ბ) შოკის საწინააღმდეგო მედიკამენტების ნაკრები.

როგორ დაისმება დიაგნოზი?

ალერგიული დაავადებების ნიშნების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ოჯახის ექიმთან ვიზიტი, ხოლო შემდგომ ექიმ-ალერგოლოგის კონსულტაცია და კომპლექსური გამოკვლევების ჩატარება.
ძილის ტრენინგი: როგორ მოვიქცეთ, თუ პატარას ღამე არ სძინავს?
მანამდე კი ჩვენ უნდა კარგად დააკვირდეთ, სავარაუდოდ რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ესა თუ ის ალერგიული რეაქცია, რამდენი ხანი გრძლდება, რა ინტენსივობით ვლინდება.
მნიშვნელოვანია, რომ ალერგიის დიაგნოსტიკა დროულად მოხდეს, რათა პროცესმა უმართავი ხასიათი არ მიიღოს.
ანამნეზის შეკრების დროს ექიმი ყურადღებას გაამახვილებს მემკვიდრეობითობასა და გენეტიკურ ფაქტორზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სისხლის საერთო ანალიზის, ცხვირის სეკრეტის ან ნახველის ციტოლოგიური კვლევის, კანის ალერგიულ სინჯების, სისხლში სპეციფიკური იმუნოგლობულინების გამოკვლევების საფუძველზე დასვამს დიაგნოზს და კონკრეტული პაციენტისთვის მკურნალობის სქემას შეიმუშავებს.
ალერგიის წარმატებით მკურნალობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამომწვევი ალერგენების ზუსტ იდენტიფიკაციას.
გახსოვდეთ: თვითმკურნალობა, გარდა იმისა, რომ შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს, ზედმეტად სარისკოცაა!