თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2022 წლის იანვარი–თებერვალში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37,1%-ით გაიზარდა და 274,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი საქართველოდან რუსეთში 35,6%-ით გაიზარდა და 92,8 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ამავე პერიოდში რუსეთიდან საქართველოში იმპორტი 37,9%-ით გაიზარდა და 181,8 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან რუსეთში გავიდა 17,2 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 17,7 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 7,2 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო და ა.შ.
საქსტატის მონაცემებით, რუსეთი საქართველოში მარცვლეულის ყველაზე დიდი მომწოდებელია. მიმდინარე წლის იანვარი–თებერვალში საქართველოში 22,9 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანეს.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა დაახლოებით 77,2 ათასი ტონა ნავთობგაზები, 29,7 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ა.შ.
2021 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობამ 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 23,2%-ით მეტია. ამასთან, ექსპორტი რუსეთიდან საქართველოში გაიზარდა 38,3%-ით, ხოლო იმპორტი საქართველოდან რუსეთში – 15,8%-ით.