დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 მარტი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 19 მარტია, შაბათი. კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
მზად იყავით ცვლილებებისთვის. კარგი დღეა ძველი ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის. ეცადეთ შეინარჩუნოთ ოპტიმისტური განწყობა. გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა იოლი იქნება, სერიოზული კონფლიქტები მოსალოდნელი არ არის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 მარტი>>
ვერძი: გააკეთეთ სასარგებლო საქმეები. არაა გამორიცხული, რომ მოგიწიოთ რაღაც ძველ პრობლემასთან დაბრუნება, რომელიც გადაწყვეტილი გეგონათ. ახლა მას საბოლოოდ გაუმკლავდებით. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ადამიანებთან ურთიერთობებისთვის.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ
კურო: დაუთმეთ ყურადღება ახლობლებს, მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. შეძლებთ ფინანსური საკითხების გადაჭრას. შესაძლებელია თანხის მიღება. ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ გადაანაწილოთ ფული. საზრუნავი მოსალოდნელზე მეტი გექნებათ, მაგრამ დაღლას არ იგრძნობთ.
ტყუპი: არ იჩქაროთ. თუნდაც მარტივ და ჩვეულ საქმეს აკეთებდეთ, მაინც შეამოწმეთ და ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. აჩქარებამ შეცდომები შეიძლება გამოიწვიოს. ფინანსურ საქმეებში სიფრთხილე დაგიცავთ უაზრო, გაუმართლებელი ხარჯებისგან. დღის პირველი ნახევარი ახლობლებთან ურთიერთობებს დაუთმეთ, მეორე კი – ახალ ნაცნობებთან.
კირჩხიბი: დროს უქმად ნუ დაკარგავთ; დღეს ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ – წვრილმანებში გარკვევა, ყოფითი პრობლემების მოგვარება; შესაძლებელია მომგებიანი გარიგებების დადება. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში ენდეთ ინტუიციას. კარგი დღეა შეხვედრებისთვის. შეგიძლიათ უკეთესობისკენ შეცვალოთ დაძაბული ურთიერთობები.
პატარა „ეშმაკუნები“ – ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მასწავლებლებს „სისხლს უშრობენ“
ლომი: მშფოთვარე, მაგრამ საინტერესო და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. გაგახარებთ ახლობლებთან ურთიერთობები. ისინი მხარს დაგიჭერენ და განწყობას აგიმაღლებენ. საყვარელი ადამიანისგან სიასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი. კარგი დღეა გეგმების დასაწყობად, მომავალზე ფიქრისთვის. ამაში ინტუიციაც თავის როლს შეასრულებს.
ქალწული: სჯობს, საქმიანობა დილიდანვე დაიწყოთ. დღის პირველ ნახევარში ბევრის გაკეთებას მოასწრებთ. გაქვთ ვარსკვლავების მხარდაჭერა. შეგიძლიათ არაფორმალურ გარემოში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. თქვენი გულწრფელობა ბევრს მოეწონება. დღის მეორე ნახევარში დაისვენეთ, განერიდეთ საზრუნავს.
სასწორი: არ გაბრაზდეთ, თუ რამე ისე არ წავა, როგორც თქვენ გინდათ, ხოლო გარშემომყოფები მაშინვე ვერ მიხვდებიან, რა გაქვთ ჩაფიქრებული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღის პირველ ნახევარში, როცა ემოციური ფონი არასტაბილურია. განწყობა გაგიუმჯობესდებათ, თუ რამე ახალსა და საინტერესოს მოკიდებთ ხელს.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ
მორიელი: დღე რამე საინტერესო და სასიამოვნო საქმიანობით დაიწყეთ. ეს პოზიტიურად განწყობაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ გადაღლასა და სტრესულ ვითარებებს. ეს პერიოდი მიესადაგება მშვიდ დასვენებას, სეირნობას, სასიამოვნო წვრილმანებზე საუბარს. შეგიძლიათ წვრილმანი ნივთების შეძენა.
მშვილდოსანი: ინტუიცია გიკარნახებთ, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რითი დაიწყოთ საქმიანობა და რისი გადადება შეიძლება. ახალი წამოწყებები იღბლიანი აღმოჩნდება. კარგი დღეა სწავლისთვის. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები. არ არის გამორიცხული უკეთესობისკენ ცვლილებები რომანტიკულ ურთიერთობებში.
თხის რქა: არ ინერვიულოთ. შესაძლოა, დღე არ იყოს ძალიან სასიამოვნო, მაგრამ სერიოზული პრობლემები არ გელოდებათ. ამასთან, პოზიტიური ტენდენციები მალე მომძლავრდება და იგრძნობთ, რომ ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნდება. დღისმეორე ნახევარში ფრთხილად იყავით ფულთან დაკავშირებულ საკითხებში.
იდეალური ქვეყანა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
მერწყული: დღის დასაწყისში ძალიან ადვილად გამონახავთ საერთო ენას სხვადასხვა ადამიანთან. უამრავ პოზიტიურ ემოციას მოგიტანთ ურთიერთობები როგორც ძველ, ისე ახალ ნაცნობებთან. მოგვიანებით ადრე დაწყებულ საქმეებს მიუბრუნდით. საღამო კარგი დროა დასვენების, გართობისა და სეირნობითვის, მათ შორის, ახლობლებთან ერთად.
თევზები: მრავალფეროვანი, დატვირთული და ამავე დროს, ხელსაყრელი დღე გელოდებათ. საქმე მოსალოდნელზე მეტი გექნებათ, რომლებსაც დიდი ენთუზიაზმით მოეკიდებით. პრობლემები არაა მოსალოდნელი არც პირად ურთიერთობებში. განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება საყვარელ ადამიანთან შეხვედრა.