COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩინეთში 2022 წელს COVID-19-ით გარდაცვალების პირველი ფაქტები დაფიქსირდა

კორონავირუსით ინფიცირების შედეგად გარდაცვალების ბოლო შემთხვევა 2021 წლის 25 იანვარს დაფიქსირდა
Sputnik
თბილისი, 19 მარტი – Sputnik. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინელმა სპეციალისტებმა ქვეყნის მასშტაბით დაავადების აქტიური გავრცელების ფონზე კორონავირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა დაარეგისტრირეს, იუწყება РИА Новости.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შედეგად გარდაცვალების ბოლო შემთხვევა 2021 წლის 25 იანვარს დაფიქსირდა.
ჩინელმა ექსპერტებმა პარასკევს გამოავლინეს ინფექციის 2228 ახალი დადასტურებული შემთხვევა, საიდანაც 71 იმპორტირებული იყო, ხოლო 2157 ადგილობრივი. ასეთი მაღალი მაჩვენებლები ქვეყანაში, რომელიც ვირუსის მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას ატარებს, კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ასეთი მაღალი მაჩვენებლები იყო მხოლოდ 2020 წლის დასაწყისში, როდესაც დაავადება ძირითადად ჩინეთში ვრცელდებოდა და პანდემია გამოცხადებულიც კი არ იყო.
დაავადების სწრაფი გავრცელების გამო ქვეყნის მთელ რიგ ქალაქში მთლიან რაიონებში ლოკდაუნი გამოცხადდა.
ამავდროულად, ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა ინფექციის უსიმპტომო შემთხვევების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები, რომლებიც ჩინეთში დადასტურებულისგან ცალკე განიხილება. ასე მაგალითად, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში გამოვლინდა 1.823 ადამიანი, რომელთა ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა, მაგრამ მათ დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებათ, აქედან 110 შემთხვევა იმპორტირებულია, ხოლო 1.713 - ადგილობრივი.
წყარო - РИА Новости.