თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაგეგმილი გრანდ სლემისთვის ნაკრების წინასწარი შემადგენლობა დაასახელა.
ამჟამინდელი მონაცემებით, თურქულ ტურნირზე შვიდი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. მიუხედავად მონაწილეთა მცირე რაოდენობისა, საქართველოს ნაკრები გრანდ სლემზე საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით წარდგება:
ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი (ორივე 60 კგ), გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე 90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
აღსანიშნავია, რომ ლაშა გუჯეჯიანის ნაკრებიდან 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში არავინ გამოვა.
ანტალიის გრანდ სლემი 1-3 აპრილსაა დაგეგმილი. ამ დროის მონაცემებით, ტურნირზე 61 ქვეყნის წარმომადგენელი 447 ძიუდოისტია დარეგისტრირებული.
საქართველოს ნაკრებმა ბოლოს ისრაელში, თელ-ავივის გრანდ სლემზე იასპარეზა, სადაც ლაშა გუჯეჯიანის გუნდის ანგარიშზე 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალია.