რატი ბრეგაძის ვიზიტი აზერბაიჯანში გრძელდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართა.
Sputnik
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა გამართა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანს 10 მარტს ეწვია. რატი ბრეგაძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იუსტიციის მინისტრ ფიქრათ მამადოვთან შეხვედრით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა აზერბაიჯანისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრს უკვე უმასპინძლა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარემ საჰიბა გაფაროვამ.
ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების პროცესში საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების როლზე ისაუბრეს.
ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი: საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის შეთანხმება
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ორ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმდა. ილჰამ ალიევმა ერთობლივი პროექტების განხორციელების ინიციატივა გამოთქვა და სამინისტროებს მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ნოემბერში დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში, ასევე თანამშრომლობენ საერთაშორისო მნიშვნელობის მრავალმხრივ ფორმატებში, როგორიცაა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, ნავთობსადენი ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი და სამხრეთის გაზის დერეფანი.
წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო