მსოფლიო დღეს

ჯენ პსაკი: რუსეთში უცხოური კომპანიების ნაციონალიზაციას აშშ-ის პასუხი მოჰყვება

Sputnik
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. შეერთებულ შტატებს ზომების მიღება მოუწევს, თუ რუსეთი იმ ამერიკული კომპანიების აქტივების ნაციონალიზაციას მოახდენს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს უკრაინაში წამოწყებული „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო, განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ.

„თუ ასეთი ნაბიჯები გადაიდგმება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენც მივიღებთ ზომებს. მაგრამ ამ დროისთვის ასეთი არაფერი მომხდარა“, — აღნიშნა პსაკიმ ბრიფინგზე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავრობასა და გენერალურ პროკურატურას იმ უცხოური კომპანიების სია გადაეგზავნა, რომელთა ქონება პერსპექტივაში შესაძლოა ნაციონალიზებული იყოს (ნაციონალიზაცია — კერძო საკუთრების, უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემა). ჩამონათვალში დაახლოებით 60 კომპანიაა შესული, რომლებმაც რუსეთში მუშაობა შეწყვიტეს. მათ შორისაა: Volkswagen, Apple, IKEA, Microsoft, IBM, Shell, McDonald's, Porsche, Toyota, H&M და სხვ.
მსოფლიო დღეს
Reuters: ევროკავშირი რუსულ გაზსა და ნავთობზე ეტაპობრივად იტყვის უარს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ხოლო უცხოური კომპანიები მასიურად აჩერებენ მუშაობას რუსეთში. ამ ყველაფერზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.