მსოფლიო დღეს

ევროკავშირმა ბელარუსი თანააგრესორ ქვეყნად გამოაცხადა

Sputnik
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ევროკავშირი ბელარუსს თანააგრესორ ქვეყანად განიხილავს უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა.
განცხადების თანახმად, „უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომი“ არის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების უხეში დარღვევა, რაშიც „ლუკაშენკოს რეჟიმი თანააგრესორად მონაწილეობს და სრულად აგებს პასუხს ადამიანურ მსხვერპლსა და ნგრევაზე“.
ევროკავშირში აღნიშნეს, რომ მათ უკვე არაერთხელ მოუწოდეს რუსეთს, „შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან“, რასაც ახლა ბელარუსის მიმართაც იმეორებენ.

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ბელარუსს, შეწყვიტოს რუსული აგრესიისთვის ხელშეწყობა და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ბელარუსის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო უკრაინასთან კონფლიქტში მონაწილეობა და განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაციაში არცერთი ბელარუსი ჯარისკაცი და არც არანაირი ტექნიკა არ მონაწილეობს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ქვეყნიდან გავიდა არაერთი მსოფლიო ბრენდი.
ამ ყველაფერზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.