დღეს 2022 წლის 7 მარტია, ორშაბათი. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
დღის პირველ ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ინტუიციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირად ურთიერთობებში. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ისეთი საქმიანობისთვის, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულება და ფანტაზიაა საჭირო.
ვერძი: ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში პრობლემებზე არ „ჩაიციკლოთ“. ეს დრო სასიამოვნო და სასარგებლო საქმეებით შეავსეთ, ასე განწყობა გაგიუმჯობესდებათ. დღის მეორე ნახევარში პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაიზრდება. გაგახარებთ სასიამოვნო სიახლეები, ახალი შესაძლებლობები.
კურო: ნებისმიერი მნიშვნეწლოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში რთულად გამოგივათ. არაა გამორიცხული მოულოდნელი პრობლემები. მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე გაძლიერდება. დღის მეორე ნახევარში ბევრ სასარგებლო საქმეს მოასწრებთ. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა.
ტყუპი: კარგი დღეა ძვირადღირებული ნივთების შესაძენად. კარგად ჩაივლის მგზავრობა. შესაძლებელია საინტერესო შეხვედრა, რომლის წყალობით საგნებსა და მოვლენებს სხვაგვარად შეხედავთ. კარგი დღეა ასევე სწავლისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გაგიჩნდებათ კარგი იდეები.
კირჩხიბი: ყველანაირი საქმიანობისთვის კარგი დღეა. გაერკვევით მცირე პრობლემებში, რომლებიც ბოლო დროს ყველას აღიზიანებდა. მოსალოდნელია თანხის, საჩუქრების მიღება. დღის კმეორე ნახევარში არ გადაიღალოთ. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. ყურადღება მიაქციეთ ახლობელ ადამიანებს.
ლომი: ბევრი საქმე გაქვთ, მაგრამ ეცადეთ, დრო დასვენებისთვისაც მოიტოვოთ. ძალზე მნიშვნელოვანია ძალების დაზოგვა. პოზიტიური ტენდენციების გავლენა შესამჩნევი იქნება რომანტიკულ ურთიერთობებზე. შეყვარებულებს სასიამოვნო მომენტები ელოდებათ. ზოგიერთ თქვენგანს სიყვარულში გამოუტყდებიან.
ქალწული: ხუდი დღე არ გელოდებათ, მაგრამ არც ნაყოფიერი იქნება. შეიძლება რამე სასიამოვნოსა და მსუბუქის გაკეთება. კარგად ჩაივლის როგორც დაგეგმილი, ისე სპონტანური შეხვედრები მეგობრებთან. სახლის საზრუნავი არ დაგღლით. კარგი იქნება ვახშამი საყვარელ ადამიანთან ერთად.
სასწორი: იპოვით ხერხს, რომ მოულოდნელი მოვლენებიდან სარგებელი ნახოთ. ეს იმ შემთხვევაშიმოხდება, თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, არ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტიკებებს, არ აჰყვებით ემოციებს. უცნობ ადამიანებთან ფრთხილად იყავით, გულახდილი ნუ იქნებით მათთან.
მორიელი: სასიამოვნო ურთიერთობებისა და საინტერესო ნაცნობობის დღეა. ბევრზე მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას და ამისთვის დიდი გარჯა არ დაგჭირდებათ. სამუშაო საკითხებს შესანიშნავად მოაგვარებთ. საღამო კარგი დროა სწავლისთვის. ამ დროს ნებისმიერ ინფორმაციას ადვილად დაიმახსოვრებთ.
მშვილდოსანი: გელოდებათ შესამჩნევი ცვლილებები სწორედ იმ სფეროში, სადაც ეს ყველაზე აუცილებელია. გაიხსნება ახალი შესაძლებლობები. კარგად ჩაივლის როგორც საქმიანი, ისე გართობის მიზნით მგზავრობა. გზაში შესაძლებელია სასიამოვნო ნაცნობობა. არაა გამორიცხული სასიყვარულო ისტორიის დაწყება.
თხის რქა: კარგი დღეა მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად. დაეხმარებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილ ახლობლებს. არაა გამორიცხული უჩვეულო ნაცნობობა, საინტერესო შეხვედრები. დღის პირველი ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის, მეორე ნახევარში კი არაერთი საზრუნავი გელოდებათ, მაგრამ – სასიამოვნო.
მერწყული: კარგი დღეა მუშაობისა და შემოქმედებისთვის. შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ, თუ მთავარზე გაამახვილებთ ყურადღებას. სჯობს, ერთი ტიპის საქმეებს მიხედოთ - სხვადასხვა საკითხზე გადართვით საქმეს გაირთულებთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა რომანტიკული პაემნისთვის.
თევზები: ძალზე კარგი დღეა პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. გარშემომყოფები თქვენით მოხიბლული დარჩებიან. არ არის გამორიცხული ნაცნობობა, რომელსაც რომანტიკული გაგრძელება მოჰყვება, ასევე შესაძლებელია, რომ მეგობრული კავშირი სასიყვარულო ურთიერთობებში გადაიზარდოს.