მსოფლიო დღეს

მეცნიერებმა ტუტანჰამონის ხანჯლის საიდუმლო ამოხსნეს

Sputnik
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ეგვიპტის ფარაონ ტუტანჰამონის ხანჯალი, რომელიც 1922 წელს აღმოაჩინეს მის სარკოფაგში, მეტეორიტის რკინისგან არის დამზადებული, იუწყება გაზეთი The Sun.
ამ აღმოჩენით დადასტურდა თავდაპირველი ვერსია, რომ ხანჯალი ტუტანჰამონის პაპას სხვა უძველესი სახელმწიფოდან მიართვეს საჩუქრად.
საქმე ისაა, რომ 35 სმ სიგრძის არტეფაქტი ჩვენს ერამდე XIV საუკუნით თარიღდება, იმ პერიოდში კი ძველმა ეგვიპტელებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ რკინის გამოწრთობა. ეს ტექნოლოგია ეგვიპტეში მხოლოდ ტუტანჰამონის გარდაცვალებიდან 500 წლის შემდეგ აითვისეს.
იაპონიის ტიბას ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა ხანჯლის ანალიზი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ მახვილი მინიმუმ 950 გრადუსზეა გამოწრთობილი. მისი დამზადების ადგილად, სავარაუდოდ, ანატოლიას მიიჩნევენ.
ხანჯალს, რომელიც ტუტანჰამონის მუმიის თეძოსთან იდო, დეკორირებული ოქროს ვადა (ტარი) აქვს და მთის ბროლის „ბურთით“ ბოლოვდება. ის ოქროს ქარქაშში იდო, რომელიც შროშანების, ბუმბულებისა და ტურის თავის გამოსახულებითაა შემკული.
წყარო: The Sun