დღეს 2022 წლის 1 მარტია, სამშაბათი. კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
ჩვეულებრივი ცხოვრებისეული მომენტებისგან საოცარი სასიამოვნო შეგრძნებები შეიძლება გაგიჩნდეთ. სერიოზული გეგმების დაწყობა არ ღირს, რადგან დიდია რისკი, სასურველი რეალობად აღიქვათ. შესანიშნავი დღეა სიყვარულისა და რომანტიკისთვის.
ვერძი: ბევრი საქმე გექნებათ, ამიტომ სახლში ჩხუბს ვერავისთან ვერ მოასწრებთ. სჯობს, საოჯახო საქმეები არ დაგეგმოთ. არ გაღიზიანდეთ წვრილმანებზე. ნერვებს გაუფრთხილდით. არ გადაიღალოთ. სამსახურის საქმეები საუკეთესოდ მიდის. ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობები. რომანტიკული პაემნისთვის შესაფერისი დღე არ არის.
კურო: საქმეები თქვენგან ყურადღებასა და გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვს. ოჯახი თქვენს გეგმებს არ შეეწინააღმდეგება, პირიქით, მხარში ამოგიდგებათ. უკუაგდეთ სიზარმაცე და აპათია. დღევანდელ შეხვედრებს შორის ზოგიერთი ძალზე საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით.
ტყუპი: დღეს სულიერი ჰარმონიის დღეა. თქვენი შინაგანი „ბარომეტრი“ აჩვენებს, რომ „მზიანი“ ამინდია. საქმეებს ადვილად გაუმკლავდებით. ეს განწყობა ყველაფერზე აისახება, რასაც ხელს მოკიდებთ. შესანიშნავი დღეა გარშემომყოფებთან ურთიერთობების მოსაგვარებლად. სურვილის შემთხვევაში, თქვენი მომხიბვლელობით ყველას „მოცელავთ“.
კირჩხიბი: თქვენი წარმატების გარანტი სიფრთხილეა. არ გამოირჩევით მოქნილობითა და სწრაფი რეაქციებით; არაა გამორიცხული, რომ ვინმემ ინიციატივა ჩამოგართვათ, გამოიყენოს თქვენი არაინფორმირებულობა, ან მოგატყუოთ. საჭიროა ყურადღებით ყოფნა და უარის თქმა საეჭვო სქემებში მონაწილეობაზე, რომლებსაც ირგვლივ მყოფები შემოგთავაზებენ.
ლომი: მშვენიერი, ჰარმონიითა და სიყვარულით აღსავსე დღე გელოდებათ. ამას იგრძნობთ, თუნდაც სიხარულის კონკრეტული საბაბი არ გქონდეთ. ვიღაცის ღიმილმა, მზერამ ნეტარების მეცხრე ცაზე შეიძლება აგიყვანოთ. მარტოხელებს აქვთ მომავალი სიყვარულის გაცნობის შანსი. ვინც უკვე შეყვარებულია, დრო აუცილებლად უნდა გაატაროს თავის გულისსწორთან.
ქალწული: ახალ პროექტებს არ შეეჭიდოთ – დიდია ალბათობა, რომ ყველაფერი ცუდად წავიდეს. კარგი დღეა იმისთვის, რომ დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანთან, მეგობრებთან, იშოპინგოთ. რაც შეეხება საქმეებს, სავარაუდოდ, დღეს არაფერი გამოგივათ. ყველაზე კარგია, არაფერი აკეთოთ და დატკბეთ ცხოვრებით.
სასწორი: დღეს შესანიშნავ ორატორულ ნიჭს გამოამჟღავნებთ. ადვილად დაარწმუნებთ გარშემომყოფებს თქვენს სიმართლეში. გექნებათ „გადამდები“ ენთუზიაზმი. თქვენი იდეები მიმზიდველი იქნება თავისი „ფანტასტიკურობით“, ხოლო რამდენად რეალური იქნება ამ იდეების განხორციელება, ამის გათვლები სხვა, უფრო მოსაწყენ დღესაც შეიძლება.
მორიელი: იდეები გაგიჩნდებათ, მაგრამ ვარსკვლავები მათ რეალიზებას არ გირჩევენ. დღეს თქვენი წარმოსახვის უნარი უმაღლეს დონეზეა, ამიტომ თქვენს გონებაში ფანტასტიკური გეგმები შეიძლება ჩამოყალიბდეს. მიუხედავად ამისა, ამ გეგმების განდევნა არ ღირს – დაიმახსოვრეთ ისინი და სხვა დროს იფიქრეთ მათზე.
მშვილდოსანი: ემოციებით სავსე დღეა. ძალზე ადვილი იქნება იცინოთ და იტიროთ და კიდევ უფრო ადვილი – ხუთი წუთის ინტერვალით ორივე გააკეთოთ. თუ თავის გაკონტროლებას შეძლებთ, თქვენი ძლიერი ემოციები თქვენს იარაღად შეიძლება იქცეს, რომელიც დაბრკოლებების გადალახვაში და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.
თხის რქა: საქმეებში, განსაკუთრებით ფინანსურში, ყურადღებაა საჭირო. არაა გამორიცხული შეცდომების დაშვება. იმისთვის, რომ თქვენი რეპუტაცია და საფულე არ დაზარალდეს, არ შეეჭიდოთ იმას, რაც თქვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. ასევე გამოსავალია, თუ სადავო საკითხებში პროფესიონალებს ჰკითხავთ რჩევებს.
მერწყული: არ ღირს ნებისმიერი სახის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ან საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმა. შესაძლოა, სასურველი რეალობად აღიქვათ და შეცდომა დაუშვათ. თუნდაც რომელიმე იდეა ბრწყინვალედ მოგეჩვენოთ, აჯობებს, თუ ერთი–ორი დღე დაიცდით. დანარჩენს რაც შეეხება, სავსებით კარგი და მშვიდი დღეა.
თევზები: მთელი სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ, რომ გარშემომყოფებმა რამით არ დაგტვირთონ. შესაძლოა, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტოს, რომ კიდევ ერთი მოვალეობა უნდა დაგაკისროთ, ან კოლეგებმა იფიქრონ, რომ მათი საქმე თქვენ გააკეთოთ. ან, შესაძლოა, თავად დაიტვირთოთ თავი. ასეა თუ ისე, თქვით „არა“, მათ შორის, უთხარით საკუთარ თავსაც.