მსოფლიო დღეს

თურქეთი რუსული სამხედრო ხომალდებისთვის სრუტეების დაკეტვაზე დღეს იმსჯელებს

Sputnik
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. უკრაინის მოთხოვნაზე, ანკარამ დაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული ხომალდებისთვის, თურქეთის მინისტრთა კაბინეტი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით, ორშაბათს იმსჯელებს, იუწყება თურქული ტელეარხი NTV.

„უკრაინა ანკარისგან, მონტრეს კონვენციის შესაბამისად, სრუტეების დაკეტვას მოითხოვს რუსული სამხედრო ხომალდებისთვის. მოსალოდნელია, რომ ეს მოთხოვნა სხდომაზე იქნება განხილული“, — იუწყება ტელეარხი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულ ხომალდებს თურქეთის სრუტეების გავლით მოძრაობა უკვე აეკრძალათ. თუმცა როგორც სტამბულის სანაპირო დაცვის სამსახურმა განაცხადა, სრუტეები ჯერჯერობით ღიაა და მათ ჩაკეტვასთან დაკავშირებით არანაირი მითითება არ მიუღიათ.
მსოფლიო დღეს
უკრაინამ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დახურვა მოითხოვა: ცნობილია თურქეთის პასუხი
ამასთან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განმარტა, რომ თურქეთს შეუძლია ჩაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული სამხედრო ხომალდებისთვის, მაგრამ, მონტრეს კონვენციის თანახმად, რუსეთს თავისი ფლოტის ბაზებზე დაბრუნების უფლება მაინც ექნება.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, ანკარაში უკრაინის ელჩმა ვასილი ბონდარმა თურქეთის ხელისუფლებას მიმართა თხოვნით, დახუროს რუსეთის ავიაციისა და საზღვაო ხომალდებისთვის თურქეთის საჰაერო სივრცე და ასევე დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები. გარდა ამისა, ელჩმა მოუწოდა ანკარას, შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს.