მსოფლიო დღეს

რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებათა კიდევ ერთ რაუნდს გამართავენ

უკრაინის მხარემ განმარტა, რომ უკრაინისთვის შეხვედრის ძირითადი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვა იყო.
Sputnik
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ბელარუსში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ მოლაპარაკების მეორე რაუნდის ჩატარებაზე უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების მიზნით, იუწყება სააგენტო РИА Новости.
შეხვედრა გომელსკის ოლქში თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა.
მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს დღის წესრიგი. ნაპოვნი იქნა წერტილები, რომლებზეც შეიძლება საერთო პოზიციების გამონახვა, აღნიშნა რუსეთის დელეგაციის წევრმა ვლადიმირ მედინსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ მხარეებმა განსაზღვრეს პრიორიტეტული თემები, რომლებზეც კონკრეტული გადაწყვეტილებები დაისახა. მისი თქმით, თუ მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართება, მასზე დღევანდელი თემები უფრო ვრცლად განიხილება.
პოდოლიაკმა განმარტა, რომ უკრაინისთვის შეხვედრის მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტა იყო.
რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები თავიანთ დედაქალაქებში კონსულტაციების გასამართად დაბრუნდებიან.
ვლადიმირ ზელენსკის ოფისმა ამას წინათ განაცხადა, რომ „მოლაპარაკების საკვანძო საკითხი არის ცეცხლის შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარის გაყვანა“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ განკარგულებას, 24 თებერვალს კი უკრაინაში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
24 თებერვალს რუსეთის მოსახლეობისადმი ტელევიზიით მიმართვისას პუტინმა განაცხადა, რომ გარემოებები „ითხოვს ჩვენგან გადამჭრელ და გადაუდებელ ქმედებებს, დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს“.
წყარო - РИА Новости.