მსოფლიო დღეს

ბელარუსში უკრაინა–რუსეთის მოლაპარაკებები დასრულდა

ახლა განიხილება მხარეების მიერ მასმედიისთვის განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა.
Sputnik
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ბელარუსში, გომელის ოლქში დასრულდა მოლაპარაკება რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის, იუწყება სააგენტო РИА Новости.
ახლა იხილება მასმედიისთვის მხარეთა განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა.
რუსეთმა და უკრაინამ განსაზღვრეს პრიორიტეტული თემები, რომლებზეც გარკვეული გადაწყვეტილებები მონიშნეს, განაცხადა ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა პოდოლიაკმა.
მისი სიტყვებით, რუსეთმა და უკრაინამ განიხილეს უახლოეს მომავალში მოლაპარაკების მეორე რაუნდის ჩატარების შესაძლებლობა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ განკარგულებას, 24 თებერვალს კი უკრაინაში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
24 თებერვალს რუსეთის მოსახლეობისადმი ტელევიზიით მიმართვისას პუტინმა განაცხადა, რომ გარემოებები „ითხოვს ჩვენგან გადამჭრელ და გადაუდებელ ქმედებებს, დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს“.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
წყარო - РИА Новости.