მსოფლიო დღეს

რუსეთის დელეგაცია ბელარუსში უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ჩავიდა - პესკოვი

რუსეთის დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და სხვა უწყებების, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, განაცხადა პესკოვმა.
Sputnik
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. რუსეთის წარმომადგენლები ბელარუსში ჩავიდნენ უკრაინელებთან მოლაპარაკებებისთვის, განაცხადა კვირას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ბრძანებულებებს, 24 თებერვალს კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს.
„მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, რუსეთის დელეგაცია, რომელიც შედგება საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და სხვა უწყებების, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან, ჩავიდა ბელარუსში უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, დელეგაცია მზადაა გომელში მოლაპარაკებების დასაწყებად, იუწყება РИА Новости.
პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და საჰაერო სივრცე დახურა.
წყარო - РИА Новости.