დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 თებერვალი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 26 თებერვალია, შაბათი. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. სრულიად განსხვავებული ადამიანები შეძლებემ შეთანხმებებს, დამეგობრდებიან. პირად ურთიერთობებში ენდეთ ინტუიციას – დრეს ის არ დაგაღალატებთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 თებერვალი>>
ვერძი: დღე მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, გექნებათ თქვენი აზრის გამოთქმის საშუალება. კარგი დღეა მოკლე მანძილზე მგზავრობისთვის, სეირნობისთვის. შესაფერისი დღეა რომანტიკული კავშირისთვის. შეგიძლიათ არაფორმალური ურთიერთობები. მეგობრული დამოკიდებულების წყალობით კონფლიქტებს აიცილებთ თავიდან.
ზოდიაქოს ყველაზე ფეთქებადი ნიშნები – ტოპ-ოთხეული
კურო: დიდია ალბათობა, რომ გაუგებრობები მოხდეს ურთიერთობებში, ინფორმაციების გაცვლაში. არაა გამორიცხული კომპიუტერთან, კავშირის საშუალებების მუშაობასთან, ტრანსპორტთან დაკავშირებული არასასიამოვნო სიურპრიზები. არასასურველია აჩქარება ექიმთან, იურისტთან, ფსიქოლოგთან, უძრავი ქონების კონსულტანტთან ჩასაწერად.
ტყუპი: მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, თავს ნუ აარიდებთ სავალდებულო საქმეების შესრულებას. არ მოდუნდეთ, სანამ თქვენს მოვალეობებს არ შეასრულებთ. დღის ბოლოს თავისუფლად ამოისუნთქავთ. საღამოს შეგიძლიათ დაგეგმოთ გარემოს გამოცვლა, ინტენსიური ურთიერთობები, გართობა, მაგრამ არა – მასშტაბური ღონისძიებები.
კირჩხიბი: საჭიროა სიფრთხილე. არ ღირს ზედმეტი აქტიურობა და ექსპერიმენტების ჩატარება. საღამოს ატმოსფერო უფრო ჰარმონიული გახდება, კარგი პირობები შეიქმნება რომანტიკული შეხვედრებისთვის. სურვილი გაჩნდება ისეთ ადამიანთან საუბრის, რომელიც გაგიგებთ და თქვენს ესთეტიკურ და სულიერ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის
ლომი: სასურველია, მკაცრად გააკონტროლოთ ფინანსები და სამუშაო გრაფიკი. აქტუალური იქნება დისციპლინის საკითხები. პრაქტიკული ოსტატობა და აკურატულობა ნებისმიერ საქმეში გამოგადგებათ. სასურველია წინასწარ დაგეგმოთ, თუ რა უნდა იყიდოთ და უპირატესობა საჭირო, სასარგებლო და ხარისხიან ნივთებს მიანიჭოთ.
ქალწული: ენერგიული მოქმედებების დღეა. ინერტული ქალწულებიც კი იგრძნობთ ძალების მოზღვავებას. ამ აქტიურობის მეორე მხარე შეიძლება გახდეს არათანამიმდევრულობა. ასევე არაა გამორიცხული აპათიის პერიოდები. ეცადეთ, ყურადღება ერთ ან ორ მიმართულებაზე გაამახვილოთ, რათა დრო უაზროდ არ დაკარგოთ.
სასწორი: დღეს სიმტკიცე და ოპტიმიზმი გაკლიათ. შესაძლოა, „ჩაიციკლოთ“ განცდებზე, მოგონებებზე, შიშებზე, ემოციების გავლენით არასწორი ნაბიჯები გადადგათ. საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებში სასურველია, სანდო ადამიანის დახმარებას მიმართოთ. შეიძლება გააქტიურდეს ერთობლივი ბიზნესის, ბიუჯეტის, სამედიცინო თუ სხვა თემები.
ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები – ტოპ-ხუთეული
მორიელი: როგორც არ უნდა ისწრაფვოდეთ კომფორტისკენ, გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ. დაძაბულ რიტმში მოგიწევთ მუშაობა. საღამოს აქტუალური გახდება ცოლქმრული, სასიყვარულო ან საოჯახო ურთიერთობებირომლებიც კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება თქვენს პროფესიულ რეჟიმს, ასევე პირად მოთხოვნებს, გეგმებსა და პრინციპებს.
მშვილდოსანი: ვარსკვლავები გირჩევენ, პრაგმატული მხარე გაააქტიუროთ. ნუ ეცდებით, იმაზე მნიშვნელოვანი გამოჩნდეთ, ვიდრე ხართ, ნუ შეაყრით ადამიანებს თვალში ნაცარს, თუნდაც ოცნებობდეთ, რომ ადამიანებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოთ. დღეს თქვენი და სხვების მიღწევები მხოლოდ პრაქტიკული შედეგებით ფასდება.
თხის რქა: საკუთარ თავს უჩვეულო რეჟიმში ცხოვრების კიდევ ერთი დღე შეგიძლიათ მისცეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიყენოთ ეს პრივილეგია. გელოდებათ თქვენი თვალსაზრისით უჩვეულო, არასტანდარტული განცდები. გაქვთ დრო, რომ შეეგუოთ სიახლეს, დატკბეთ ამა თუ იმ ექსპრომტის შედეგებით. ნუ დაგეგმავთ ხვალინდელ დღეს.
პროფესია – ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
მერწყული: გექნებათ შესაძლებლობა, რომ საკუთარ ჭირვეულობას აჰყვეთ. შეგიძლიათ იმედი გქონდეთ მცირე დათმობების, სასიამოვნო აღმოჩენების, მხარდაჭერის მიმდინარე საქმეებში. ყურადღების ნებისმიერ ნიშანს თქვენც ასევე უპასუხეთ, ეს მომავალში ურთიერთსიმპათიას გააძლიერებს. მიადევნეთ თვალი, თუ რას ფიქრობენ გარშემომყოფები.
თევზები: შესაძლებელია ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, საყვარელ ადამიანთან კავშირის მოგვარება და სხვა ისეთი რამ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით. სამწუხაროდ, თქვენი გამარჯვებები უკვალოდ არ ჩაივლის. შესაძლოა, ემოციური ეგზალტაცია ნერვულ „აფეთქებაში“გადაიზარდოს. დასვენება და სულიერი წონასწორობის აღდგენა გჭირდებათ.