თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ევროპულმა მაუწყებლობის კავშირმა (EBU) განაცხადა, რომ 2022 წლის „ევროვიზიის“ კონკურსში რუსეთი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
ორგანიზაციის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა „უკრაინაში უპრეცედენტო კრიზისის“ გამო. რუსეთის მასში მონაწილეობა „ნეგატიურად იმოქმედებს კონკურსის რეპუტაციაზე“.
მანამდე უკრაინის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გამო კონკურსიდან რუსეთის მოხსნა ფინურმა მაუწყებელმა YLE-მ მოითხოვა. ანალოგიური მოთხოვნა წამოაყენა ხუთშაბათს შვედეთმაც.
24 თებერვალს რუსეთის მოსახლეობისადმი ტელემიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ გარემოებები „მტკიცე და დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს, დონბასის რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს“.
პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.