თბილისი, 22 თებერვალი − Sputnik. საერთაშორისო კინოფესტივალზე Bridges. East of West Film Days, რომელიც 18–26 თებერვალს იმართება, თანამედროვე ქართული კინოა წარდგენილი.
Bridges. East of West Film Days – ბელგიური კულტურული ცენტრი Bozar-ის კინოფორუმია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ფილმებს ეძღვნება. ეს ქვეყნებია აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა.
წელს ფესტივალის ფოკუსში საქართველო და უკრაინა არიან.
მაყურებელი ბრიუსელში უკვე გაეცნო ქართული კინემატოგრაფიის სიახლეებს.
ფესტივალზე წარდგენილი იყო ფილმები: ალექსანდრე კობერიძის „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?", ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ და ელენე ნავერიანის „სველი ქვიშა“.
ფილმებმა უკვე მიიქცია ყურადღება არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მათ სხვადასხვა ჯილდო დაიმსახურეს.