CAS-ის გადაწყვეტილება: ვალიევა ოლიმპიადაში მონაწილეობას განაგრძობს

Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. რუს მოციგურავე კამილა ვალიევას პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ შეჯიბრებში გამონაწილეობის უფლება აქვს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS).

„CAS-ის სპეციალურმა კომისიამ საარბიტრაჟო პროცესში გამოიტანა გადაწყვეტილება რუსი მოციგურავე კამილა ვალიევას მიმართ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, WADA-სა და ISU-ს განცხადებები უარყოფილია“, — ნათქვამია სასამართლოს რელიზში.

9 თებერვალს ბრიტანულმა სპორტულმა გამოცემა Inside the Games-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი მოციგურავეების დაჯილდოების ცერემონია იმის გამო გადაიდო, რომ რუსეთის ნაკრების ერთ-ერთ წევრს დადებითი დოპინგ-ტესტი გამოუვლინდა.
დოპინგ-ტესტირების საერთაშორისო სააგენტომ (ITA) 11 თებერვალს განაცხადა, რომ კამილა ვალიევასთვის გასული წლის 25 დეკემბერს აღებულმა დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა „ტრიმეტაზიდინზე“, მაგრამ სტოკჰოლმის ანტიდოპინგურმა ლაბორატორიამ მათ მონაცემები მხოლოდ 8 თებერვალს გადასცა — რუსი მოციგურავეების ტრიუმფის მეორე დღეს.
ვალიევას დოპინგ-ინციდენტი: პესკოვმა კომენტარი გააკეთა
9 თებერვალს რუსეთის ანტიდოპინგურმა სააგენტომ ვალიევა დროებით ჩამოაშორა ვარჯიშებსა და გამოსვლებს, თუმცა შეზღუდვა მეორე დღესვე მოხსნა — სპორტსმენის მხრიდან აპელაციის შემდეგ.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) და მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა (ASU) ამ გადაწყვეტილების სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გასაჩივრება სცადეს, რაზეც მათ უარი ეთქვათ.