თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. ტყიბულის მინდელის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ ორ მეშახტეს კანი გადაუნერგეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
აფეთქება ქვანახშირის მაღაროში 30 იანვარს, გვიან საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. ისინი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში არიან მოთავსებული.
„დამწვრობის ცენტრში რვავე მეშახტე მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადის. სამი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში, დანარჩენი კი ქირურგიულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. კვლავ მძიმე რჩება ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც აღენიშნება სხეულის 60%-ის დამწვრობა, სასუნთქი გზების დაზიანება", – განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.
ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: „მთავარი არხი“