საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა – 2022 წლის იანვრის მონაცემები

ტურიზმი, რომელსაც საქართველოში პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა, მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ აღდგენას განაგრძობს.
Sputnik
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველომ 2022 წლის იანვარში 199.393 საერთაშორისო მოგზაური მიიღო და 2019 წლის მაჩვენებელი 38%-ით აღადგინა, ხოლო 2021 წელთან შედარებით სტატისტიკა 47%-ით გაუმჯობესდა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტებს, საანგარიშო პერიოდში საქართველოში 163.615 ტურისტი იმყოფებოდა, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით ტურისტების ნაკადი 53%-ით არის აღდგენილი. ხოლო 2021 წელს თუ შევადარებთ, მაშინ ზრდა 456%-ია.
ტურიზმი საქართველოში კოროვირუსული პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ეკონომიკის სფეროა.
2020 წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წარმოუდგენლად დაბალ დონემდე – 427,7 მილიონ აშშ დოლარამდე დაეცა, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა კი – 1,7 მილიონამდე, მაშინ, როცა 2019 წელს დარგის წარმატება რეკორდული იყო: საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ქვრივიშვილი: მთავარი აქცენტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვაზე კეთდება>>
2021 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 1,2 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ შარშან ქვეყანაში თითქმის 1,9 მილიონი შეადგინა. აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემთან შედარებით 20%-ია. 2020 წელთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 7,7%-ით არის გაზრდილი.
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ 2021 წელს უცხოელი ვიზიტორებისგან
2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების უმეტესი ნაწილი საჰაერო საზღვრით განხორციელდა. კერძოდ, ვიზიტების 51% საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა, რაც 2019 წელთან შედარებით 48%-ით მეტია.