დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 იანვარი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 28 იანვარია, პარასკევი. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
დღის პირველი ნახევარი სასიამოვნოდ ჩაივლის. კარგი დროა ძველი გეგმების განსახორციელებლად. დღის მეორე ნახევარში საჭირო იქნება დაკვირვებული თვალი, გარშემომყოფებისადმი ყურადღება – არაა გამორიცხული, გაიგოთ, ვინაა თქვენი კეთილისმყოფელი და ვინ – მტერი.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 იანვარი>>
ვერძი: კარგი დღეა როგორც ჩვეული სამუშაოს, ისე ახალი საქმეების გასაკეთებლად. გაჩნდება საშუალება ძველი საქმიანი კავშირების აღსადგენად. მიუხედავად წარმატებებისა, დღის ბოლოს შესაძლებელია განწყობის გაფუჭება. ამის მიზეზი შეიძლება დაღლილობა იყოს. დაისვენეთ.
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: დღე მოიტანს კარგ იდეებს, პასუხებს კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. კარგად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები. არაა გამორიცხული, რომ რაღაც მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობა შემოგთავაზონ. მოსალოდნელია ხარჯები, მაგრამ შემოსავალიც არ დააყოვნებს.
ტყუპი: ჩვეულებრივზე მეტად დაკავებული იქნებით და ბევრ სასარგებლო საქმესაც გააკეთებთ. ჩვეულ საქმეებთან პრობლემები არაა მოსალოდნელი, ახალთან კი ბარიერები შეიძლება გაჩნდეს. არც კრიტიკული შენიშვნებია გამორიცხული, მაგრამ ამას მშვიდად, ფილოსოფიური კუთხით შეხედეთ.
კირჩხიბი: საქმიანი თვალსაზრისით იღბლიანი დღეა. შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ იქ, სადაც სხვებმა მარცხი განიცადეს. არაა გამორიცხული, საინტერესო წინადადება მიიღოთ. სახლში მეტი საზრუნავი შეიძლება გაგიჩნდეთ, მაგრამ ეს განწყობას ვერ გაგიფუჭებთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა გელოდებათ.
თუ დაქორწინებას აპირებთ: როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში
ლომი: ბევრ რთულ კითხვაზე პასუხის პოვნაში ინტუიცია დაგეხმარებათ. მოუსმინეთ მის მინიშნებებს. კარგად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები, არის მომგებიანი გარიგებების დადების დიდი ალბათობა. მეგობრებთან შეხვედრა განწყობას აგიმაღლებთ. იმედს არ გაგიცრუებთ რომანტიკული პაემანი.
ქალწული: მნიშვნელოვანი შეხვედრები და საინტერესო საუბრები გელოდებათ. გარშემომყოფებთან საერთო ენას მალე ვერ იპოვით, მზად იყავით საკუთარი მოსაზრებების დასაცავად. შესაძლოა, წინადადება მიიღოთ, პასუხის გაცემამდე კარგად დაფიქრდით, მოიძიეთ მეტი ინფორმაცია.
სასწორი: არ გაგიჭირდებათ ადრე დაწყებული საქმეების დასრულება, შედეგების შეჯამება. კარგი დროა დოკუმენტებზე მუშაობისთვის. სახლში მცირე გაუგებრობებია მოსალოდნელი. კამათის თავიდან არიდებაში იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელოდებათ.
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა
მორიელი: შესანიშნავი დღეა იდეების გაზიარებითვის, თამამი გეგმების გამხელისთვის. თქვენი უჩვეულო იდეები მოეწონებათ ადამიანებს, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. საღამოს გონების მოკრება გაგიჭირდებათ, ამიტომ ამ დროისთვის მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ.
მშვილდოსანი: შესაფერისი დღეა ახალი და განსაკუთრებით ისეთი საქმეებისთვის, რომლებიც შემოქმედებით დამოკიდებულებას საჭიროებს. დღეს ბადალი არ გეყოლებათ იქ, სადაც რამე ორიგინალურის მოფიქრებაა საჭირო. მოსალოდნელია თანხის მიღება, ასევე არაა გამორიცხული საჩუქრები.
თხის რქა: ადვილი იქნება გარშემომყოფებთან ურთიერთობების მოგვარება, ნაჩხუბარი მხარეების დაზავება, გაგება იმისა, თუ რას ფიქრობენ ახალი ნაცნობები. ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ აწარმოოთ საქმიანი მოლაპარაკებები. რომანტიკულ ურთიერთობებში უკეთესობისკენ ცვლილებებია მოსალოდნელი.
არომატი, როგორც აფროდიზიაკი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ანუ როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული
მერწყული: დღეს სრულად გამოავლენთ ადამიანებთან ურთიერთობების უნარს. მოახერხებთ განსხვავებულ ადამიანებთან საერთო ენის პოვნას. მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას გარშემომყოფებზე. მოერიდეთ კრიტიკული შენიშვნებისა და რჩევების მიცემას, რადგან ეს არავის ესიამოვნება.
თევზები: მტკიცე მოქმედებების დროა. ეჭვების გარეშე შეუდექით რთულ საქმეებს – იმაზე უკეთეს შედეგს მიიღებთ, ვიდრე ელოდებოდით. გამოიჩინეთ ინიციატივა პროფესიულ სფეროში. განსაკუთრებული შეხვედრა შეცვლის თქვენს გეგმებს და არაა გამორიცხული, სულ სხვა მიმართულებით დაიწყოთ სვლა.