ეს ჯერ არ არის ომი: რისთვის ამოწმებენ რუსეთის სამხედრო ოლქების მზადყოფნას

Sputnik
რუსეთის ორი სამხედრო ოლქის – დასავლეთისა და სამხრეთის –საბრძოლო მზადყოფნის ერთდროულად შემოწმება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გეგმებითა და ევროპაში არსებული მძიმე სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციითაა განსაზღვრული. ჯარების სპეციალური მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის მაღალი დონე ყალიბდება პოლიგონებზე, ლაშქრობებსა და ფრენებში, ეს არის რუსეთისა და მისი მოკავშირეების თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის საფუძველი.
რუსეთის შეიარაღებული ძალების დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქების შენაერთებიდა ქვედანაყოფები 25 იანვარს განგაშით ასწიეს, კონცენტრაციის ადგილებში, საჯარისო პოლიგონებზე გაიყვანეს და საბრძოლო მომზადების ამოცანების შესრულება დააწყებინეს. ამაში ორი ოლქიდან 7000-ზე მეტი სამხედრო და ასობით ერთეული იარაღი, სამხედრო და სპეცტექნიკააჩართული.
ოპერატიული ვითარების ერთობლივ ჩანაფიქრში მოქმედებენ კომბინირებული შეიარაღების არმიების ჯგუფები, საჰაერო ძალებისადა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გაერთიანებები, ბალტიისადა შავი ზღვის ფლოტების გემების ჯგუფები და კასპიის ფლოტილია. ამავდროულად რუსეთის ძალები და საშუალებები საფრთხეს არ უქმნიან ბალტიისპირეთის, სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის მეზობელ ქვეყნებს.
უკრაინული დიუნკერკი: ნატო გაყოფილია და დემორალიზებული
ბალტიიდან შავ ზღვამდე სივრცეში 1-ლი სატანკო არმია და კომბინირებული შეიარაღების 58-ე არმია ამოქმედდა. გაშლილია ოპერატიულ-ტაქტიკური სისტემები „ისკანდერ- М “ და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები „აკაცია“.
მოწმდება დასავლეთისა და სამხრეთის სამხედრო ოლქების ჯარებისადა ძალების მზადყოფნა, შეასრულონ საბრძოლო დავალება შორ მანძილზე გადასროლის შემდეგ. ყირიმში, ყუბანსა და როსტოვის რეგიონში 60-ზე მეტი გამანადგურებელი და ბომბდამშენი Су-27СМ, Су-30СМ2 და Су-34 სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს სამიზნეებიდან მაქსიმალური დაშორებით.
რუსეთის სამშვიდობო ქვედანაყოფები დნესტრისპირეთში (დასავლეთის სამხედრო ოლქის სტრუქტურის ნაწილი) ასრულებენ გეგმურამოცანებს.
ბალტიის, შავ და კასპიის ზღვებში მოქმედებს ორი ფლოტისა და ერთი ფლოტილიის გემების ჯგუფები. ბალტიისპირეთში წვრთნების დროს მცირეზომისსარაკეტოხომალდებმა„მიტიშჩიმ“, „ოდინცოვომ“ და „ზელიონი დოლმა“ იმ სამიზნეებზე განახორციელეს სროლები, რომლებიც მტრის საჰაერო თავდასხმის იარაღს იმიტირებდა.
კალინინგრადი − ხანჯალი ნატოს ბეჭში: როგორ უნდა „განეიტრალდეს“ იგი?
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთის საზღვაო ძალების მანევრების სერია იწყებოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში − 140-ზე მეტი ხომალდისა და გემის, ასევე 10 ათასზემეტი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით.
გრძელდება აქტიური მზადება რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი წვრთნებისთვის „მოკავშირული სიმტკიცე 2022“, რომელიც10-20 თებერვალს გაიმართება ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. უკრაინის მიმართულებით შექმნილი რთული ოპერატიული ვითარების გათვალისწინებით, ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტმა სარეზერვო ძალები და საშუალებების კონცენტრაცია მოახდინა სახელმწიფო საზღვრის დასაცავად.

დაპირისპირება წითელ ხაზთან

დასავლეთისა და სამხრეთის სამხედრო ოლქების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება 29 იანვრამდე გაგრძელდება, თუმცა ორი მოწინავე ოლქის მუდმივი მზადყოფნის ქვედანაყოფები უცვლელად რჩებიან „შეკუმშული ზამბარის“ მდგომარეობაში, ცვლიან რა მხოლოდ დისტანციურ პოზიციებსა და სეზონებს. ასეთია აღმოსავლეთისა და დასავლეთის თანამედროვე დაპირისპირების რეალობა.
რუსეთი–ნატოს საბჭო: ურთიერთდათმობები თუ გზა ომისკენ?
26 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის ბრიტანელ კოლეგა ლიზ ტრუსთან განიხილა „რუსული აგრესია მის საზღვრებზე“. ერთი დღით ადრე ატლანტიკური საბჭოს მიერ გამართულ ღონისძიებაზე გამოცხადდა, რომ „დაახლოებით 127 000-იანი“ რუსული ჯარი უკრაინაში შეიჭრება ბელარუსთან ერთობლივი წვრთნების დასრულების შემდეგ, ანუ 20 თებერვალს.
ვაშინგტონი ერთ თვეზე მეტია, რაცდეზინფორმაციას ავრცელებს უკრაინაზე რუსული თავდასხმის მომზადების შესახებ. დნესტრისპირეთიდან რუსული აგრესიის ვარიანტიც კი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, რომ არამოტივირებული სამხედრო შეჭრა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში − ეს პენტაგონისა და ნატოს სპეციალიზაციაა(გავიხსენოთ ავღანეთი, იუგოსლავია, ერაყი, ლიბია, სირია), იზრდება ალიანსის სამხედრო ყოფნა აღმოსავლეთ ევროპაში და კიევის აგრესიული რეჟიმიც აშშ-ს გეოპოლიტიკური ექსპერიმენტების პროდუქტია.
რუსეთი მიუღებლად მიიჩნევს უკრაინისთვის ამერიკული იარაღის პროვოკაციულ მიწოდებას და აშშ-ის საზღვაო ძალების გემების მუდმივ ყოფნას რუსეთის სანაპიროებთან. მოსკოვი გმობს რუსოფობიის ამერიკულ კულტივირებას, ვაშინგტონის ორმაგ სტანდარტებს საერთაშორისო ურთიერთობებში. რუსეთის ფედერაცია მზად არის კოლექტიურ დასავლეთთან ურთიერთობების სერიოზული ტრანსფორმაციისთვის − ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულებების საფუძველზე ან სხვა გზით, და არა შეერთებული შტატების „წესების“მიხედვით.
მიმოხილვა: რუსეთი მშვიდობას კეთილი სიტყვითა და ბირთვული სუბმარინებით განამტკიცებს
ვაშინგტონი და ბრიუსელი ჯერ არ არიან მზად მოსკოვთან დიალოგში კომპრომისისთვის. შეერთებული შტატები და ნატო რუსეთის მშვიდობიან წინადადებებზე არაკონსტრუქციულად რეაგირებენ და ეს მათ მოქალაქეებს უსაფრთხოებას ართმევს. პენტაგონი ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპაში დამატებითი ჯარების გადაყვანას აპირებს − სხვადასხვა წყაროების მიხედვით, რვიდან ორმოცდაათ ათასამდე ჯარისკაცი.
დანია ბალტიის ზღვაში ფრეგატს აგზავნის, ლიეტუვაში კი ოთხ F-16 თვითმფრინავს. ნიდერლანდები ბულგარეთში ორ გამანადგურებელ F-35-ს გადაისვრის. ესპანეთი და საფრანგეთი რუმინეთში სამხედრო ყოფნის გაფართოებას განიხილავენ.
და, მაინც, ამერიკელები ვერ შეძლებენ უგულებელყონ მოსკოვის მშვიდობიანი „ულტიმატუმი“ და კიდევ დიდხანს გააჭიანურონ უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებები. ჩრდილოატლანტიკური „ხმლებით ცეკვა“, უპირველეს ყოვლისა, შემსრულებლებს ემუქრება.
როგორც ბირთვული ზესახელმწიფო, რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით მოუწყვლადიადა ტექნოლოგიურად მზადაა „პარტნიორებისგან“ ნებისმიერი პასუხისთვის. სავარაუდოდ, მოსკოვი თებერვალში „გეგმა ბ-ს“ განხორციელებას, ანუ სხვა პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური საშუალებებით ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების მშვიდობისკენ იძულებას დაიწყებს.
მოსაზრება: უკრაინას უვარგისი იარაღით ამარაგებენ
ამის შესახებ კიდევ ერთხელ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. რა თქმა უნდა, ეს მესამე მსოფლიო ომი, უკრაინაში პრიმიტიული შეჭრა არ არის, მაგრამ კრემლის ქმედებები თეთრ სახლს გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევს. კარგად ან ცუდად, ამერიკელებს მოუწევთ სერიოზულ დათმობებზეწასვლა.
ვაშინგტონს არ გააჩნია ეფექტური ინსტრუმენტები მოსკოვის პოლიტიკასა და სტრატეგიაზე გავლენის მოსახდენად, „ჰეგემონს“ საჭიროებებისა და შესაძლებლობების გაზომვა, მულტიპოლარული სამყაროს მკაცრ პირობებთან ადაპტაცია მოუწევს. ლონდონმა უკვე მიიღო შეტყობინება, რომ რუსეთის საზღვაო ძალები თებერვალში სარაკეტო სროლებსა და დაბომბვას განახორციელებენ ბრიტანეთის სანაპიროდან 250 კმ-ში.
გლობალური უსაფრთხოების სისტემას რადიკალური ტრანსფორმაცია ელის, რომელიც ეფუძნება ნატოს გაფართოების უარყოფას, ალიანსის სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტას პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან უცხოური ჯარების გაყვანასა და იარაღის გატანას. და რუსეთის საზღვაო ძალების ფართომასშტაბიანი (მაღალტექნოლოგიური) საბრძოლო მომზადების აქტივობები მსოფლიო ოკეანეში და რუსეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ორ სამხედრო ოლქში დამაჯერებლად ადასტურებს, რომ „პარტნიორებს“ ხელსაყრელი ალტერნატივა არ გააჩნიათ.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე