COVID-19 - ბოლო ცნობები

გამყრელიძე: შემთხვევების 90%-ში „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს

ეპიდემიოლოგები ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესებას „ომიკრონ" შტამს უკავშირებენ
Sputnik
თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის ცირკულაციამომავალი ორი კვირის განმავლობაში გაიზრდება და შესაბამისად მოიმატებს შემთხვევების რაოდენობა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემმთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია ახალი შტამით ინფიცირების დაახლოებით 1.532 შემთხვევა, ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა უფრო მეტია. არსებული ვარაუდის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ დღეისთვის არსებული ტესტებით, განსაკუთრებით სწრაფი ტესტით, „ომიკრონის“ დადგენა ჭირს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც კოვიდგადატანილი, ისე ვაქცინირებული პირები.
„ჩვენი გათვლებით, გამოვლენილი დადებითი შემთხვევების 90% „ომიკრონ“ შტამს უკავშირდება. საქართველოში იდენტიფიცირებულია „ომიკრონის“ როგორც პირველი, ისე მეორე ქვეშტამი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი განმარტებით, „ომიკრონის“ შტამის მეორე ქვეტიპს პირველთან შედარებით უფრო სწრაფი გადადების უნარი ახასიათებს და ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდაც სწორედ მას უკავშირდება.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ხშირ შემთხვევაში „ომიკრონის“ დადასტურება PCR-ტესტითაც გართულებულია
საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში ახალი შტამი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების ოთხი ანტირეკორდი. ბოლო ანტირეკორდი დღეს, 25 იანვარს დაფიქსირდა- 15.762 შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1 მილიონზე მეტი შემთხვევა.