COVID-19 - ბოლო ცნობები

„ომიკრონის“ პირველი სიმპტომები ბავშვებში: სახელდება ქცევითი ნიშნები

Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ორიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების ინფიცირება კორონავირუსის შტამ „ომიკრონით“ სულ უფრო ხშირდება, აცხადებს იმუნოლოგი ნიკოლაი კრიუჩკოვი.
მისი თქმით, ახლა პირველად ხდება, რომ COVID-19-ს ბრონქიოლიტი ახლავს — ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია, რომლითაც მცირეწლოვანი ბავშვები ავადდებიან.
ექიმმა განმარტა, როგორია ბავშვებში „ომიკრონის“ პირველი სიმპტომები და როგორ მიმდინარეობს პატარებში ავადმყოფობა.

„უპირველესად ეს, რაღა თქმა უნდა, არის კოვიდისთვის დამახასიათებელი გამოვლინებები: მძიმე ხველა, რესპირატორული პრობლემები, გაძნელებული სუნთქვა, მაღალი ტემპერატურა. გარდა ამისა, თავს იჩენს საერთო სისუსტე და გამოკვეთილად დაქვეითებული რეაქციები“, — ამბობს სპეციალისტი.

იმუნოლოგის რეკომენდაციით, მშობლებმა აუცილებლად უნდა გაამახვილონ ყურადღება ბავშვების ქცევის სპეციფიკაზე, ვინაიდან „ომიკრონით“ ინფიცირების პირველი ნიშანი — ეს შესაძლოა მათი ქცევის შეცვლა, ჩვევებიდან გადახვევა იყოს.
ექიმის თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირების პირველი ქცევითი ნიშნები ბავშვებში შეიძლება იყოს:
მოდუნება;
კითხვებზე ნელა პასუხი;
თამაშზე უარის თქმა;
მადის დაკარგვა.
რაც შეეხება მაღალ ტემპერატურასა და ძლიერ ხველას, იმუნოლოგის თქმით, ეს სიმპტომები ყოველთვის არ ვლინდება.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ბრიტანელმა ექიმმა ბავშვებში „ომიკრონის“ უჩვეულო სიმპტომი დაასახელა
გარდა ამისა, ექიმი განმარტავს, რომ „ომიკრონით“ დაავადებას ბავშვებში საკმაოდ ხშირად ახლავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები:
პირღებინება;
გულისრევის შეგრძნება;
ფაღარათი;
მუცლის ტკივილი.
კიდევ ერთი თანმხლები პრობლემა, რომელმაც ბავშვის „ომიკრონით“ ინფიცირებისას შეიძლება იჩინოს თავი, ეს ისაა, რომ არ გამოირიცხება ანთებითი სინდრომის განვითარება.
როგორც კრიუჩკოვი განმარტავს, ეს ორგანიზმის ზოგადი ანთებითი რეაქციაა ინფექციაზე, რასაც ერთბაშად რამდენიმე ორგანოს დაზიანება მოსდევს.
ამასთან იმუნოლოგი ხაზს უსვამს, რომ ასეთი შედეგი ძალიან იშვიათად იჩენს თავს.
მანამდე ბრიტანელმა ექიმმა დევიდ ლოიდმა განაცხადა, რომ „ომიკრონი“ ბავშვებში შესაძლოა გამონაყარის სახით გამოვლინდეს.