COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩხაიძე: ინფიცირების რამდენი აქტიური შემთხვევის მართვა შეუძლია ქვეყანას

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57.799 აქტიური შემთხვევაა.
Sputnik
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. თუ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღიურად 15-20 ათასს გასცდება, ასეთ დროს არც ერთ ქვეყანას არ აქვს რესურსი, რომ რომელიმე პაციენტი არ დარჩეს ყურადღების გარეშე, განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
ჩხაიძის თქმით, ინფიცირების შემთხვევების ეტაპობრივი მატება მომდევნო დღეების განმავლობაშიც თუ შენარჩუნდება, პირველად ჯანდაცვას ეს პრობლემებს ვერ შეუქმნის.
„თუ პიკური მაჩვენებელი იქნება 12-15 ათასი, ამის მეტ-ნაკლებად მართვა შესაძლებელია, მაგრამ უფრო დიდი ციფრის შემთხვევაში უკვე ძალიან რთული იქნება პირველად ჯანდაცვას მოსთხოვო ყველა პაციენტის, ყველა ინფიცირებულის ყურადღება და მეთვალყურეობა“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელიც მაღალია, რაც „ომიკრონის“ ხანმოკლე მიმდინარეობითაა განპირობებული და შესაძლოა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა არ იყოს იმდენად დიდი, რომ სამედიცინო სექტორმა გამკლავება ვერ მოახერხოს.
ჩხაიძის განცხადებით, მეოთხე ტალღის პიკზე ქვეყანამ მოახერხა 60 ათასი ინფიცირებულის მართვა, რაც იმის დასტურია, რომ ქვეყანას 60-80 ათასი აქტიური შემთხვევის მართვა შეუძლია სამედიცინო სექტორის გადატვირთვისა და პაციენტის უყურადღებოდ დატოვების გარეშე.
„მიუხედავად იმისა, რომ მაშინ დაგვჭირდა საველე ჰოსპიტალის ამოქმედება, ბინაზე არ დარჩენილა არც ერთი ისეთი პაციენტი, ვისაც სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია“, - განაცხადა ჩხაიძემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ივანე ჩხაიძე: „ომიკრონის“ შემთხვევაში ბავშვების ჰოსპიტალიზაციის ტემპი იმატებს
ბოლო დღეებში საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა 7–8 ათასს აჭარბებს.
ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა მილიონს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ – 14,5 ათასს.