თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ბერლინის ერთ-ერთ სკოლაში, ავადმყოფი ბიჭის ნაცვლად, გაკვეთილებს რობოტი-ავატარი ესწრება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, 7 წლის ჯოშუა მარტინანჯელის ფილტვის მძიმედაავადება აქვს, ის სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობასთანაა მიერთებული, რის გამოც მოძრაობა შეზღუდული აქვს.
ჯოშუა გარეთ ვერ გადის, მაგრამ გაკვეთილებზე დასწრება თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით შეუძლია. მის ნაცვლად სკოლაში რობოტი AV1 დადის. ბოტი წინა მერხზე „ზის“ და ბიჭს რეალურ დროში გადასცემს ყველაფერს, რაც კლასში ხდება.
რობოტის გვერდით დევს ჯოშუას ფოტო, რომელიც ბავშვებს ახსენებს, როგორ გამოიყურება მათი კლასელი.
„ბავშვები მას ესაუბრებიან, იცინიან და ხანდახან პირდაპირ გაკვეთილის დროსაც კი ეკონტაქტებიანზე. ეს ჯოშსაც კარგად შეუძლია“, — ამბობს სკოლის დირექტორი უტე ვინტერბერგი.
რობოტი სიმაღლეში დაახლოებით 30 სმ-ს აღწევს, აქვს თავი, მანათობელი თვალები, კისერზე ჯოშუას შარფი უკეთია. ბიჭს AV1-ს მართვა პლანშეტის აპლიკაციით შეუძლია. თუ რობოტის თავი ლურჯად ანათებს, ესე იგი, ბიჭს ყურადღების მიპყრობა სურს, ხოლო თუ თვალები უმრგვალდება, ესე იგი, ჯოშუა ფიქრობს.
ავატარი არ იწერს ვიდეოს და არ იღებს სურათებს — რობოტი სხვა ბავშვების კონფიდენციალურობას იცავს.
წყარო: Reuters