არ დაიძინოთ მშიერმა: ექიმი ასახელებს დასაშვებ პროდუქტს

Sputnik
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ჯანსაღი კვების ექსპერტების უმეტესობა საღამოობით ჭარბ ჭამას კრძალავს, მაგრამ მშიერი კუჭით დაძინება ასევე ცუდი იდეაა, აცხადებს რადიო Sputnik-თან ინტერვიუში მედიცინის დოქტორი, დიეტოლოგი მიხაილ გინზბურგი.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ადამიანი უბრალოდ ვერ დაიძინებს მშიერი, ეს ნეგატიურ შედეგებსაც იწვევს, მათ შორის, წონის კუთხითაც.
„კუჭს ვერ მოატყუებ. ადამიანს არ შეუძლია, დაიძინოს მშიერმა. უფრო სწორად, შეუძლია, მაგრამ ეს საკმაოდ რთული და უსიამოვნო პროცესია. რაც მთავარია, შეიძლება ძლიერმა შიმშილმა შუაღამისას გააღვიძოს“, — ამბობს ექიმი.
გარდა ამისა, გინზბურგის თქმით, როცა ადამიანი ცდილობს, საღამოს ექვსი სათის შემდეგ არ ჭამოს, მეორე დილით საშინლად მშიერი იღვიძებს და იწყებს ჭარბ ჭამას.

„ასეთი ქცევა ცხოვრებას უკეთესობისკენ არ ცვლის. ერთ შემთხვევაში ადამიანი საღამოს ჭამს ბევრს, ხოლო მეორეში — დილაობით. ამაში არავითარი განსხვავება არ არის, გარდა იმისა, რომ როცა ადამიანი დილით ბევრს ჭამს, მისი აქტიურობა ეცემა და ხდება სიზარმაცეზე პროგრამირება“, — მიაჩნია სპეციალისტს.

მისი განმარტებით, ადამიანი ძილის წინ „მაძღარი უნდა იყოს“, ოღონდ საკითხავი ისაა, რას შეჭამს.
ამასთან გინზბურგი გვაფრთხილებს, რომ დაძინებამდე წყლის დალევა და ფიქრი, რომ ახლა ყველაფერი წესრიგშია, არ ღირს.
გამომდინარე აქედან, ცნობილმა დიეტოლოგმა დაასახელა ის პროდუქტები, რომელთა ჭამაც ძილის წინ დაიშვება — ჯანმრთელობისა და წონისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
წონაში დაკლება და ტკბილი ძილი გსურთ? მაშინ არ მიირთვათ ძილის წინ ეს პროდუქტები
ეს პროდუქტებია უშაქრო მიუსლი და მარცვლოვანი ბურბუშელა, რომლებსაც შეგიძლიათ რძემჟავა პროდუქტი დააყოლოთ. მაგალითად, მაწონი (რუსეთში, უკრაიანასა და ბელარუსში ასეთად „რიაჟენკა“ მიიჩნევა, - რედ.).
მანამდე იაპონიის ოკაიამას უნივერსიტეტის ჯანდაცვის უმაღლესი სკოლის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ძილის წინ ჭამა სულაც არ არის ისეთი მავნებელი, როგორც წარმოგიდგენიათ.
კვლევისას, რომელიც 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, იაპონელმა მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ წონა, წნევა, სისხლის ცხიმები, ფიზიკური აქტივობის დონე, მოწევა და ალკოჰოლი ბევრად დიდ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ვიდრე ძილსა და ჭამას შორის ინტერვალი.
წყარო: რადიო Sputnik